დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ყვავილებით სავსე „მონპლაზირის“ თაღი
2012/05/02 18:11:44

2 მაისის ღონისძიებათა ფარგლებში, ქალაქის ძველ უბანში, „მონპლაზირის“ თაღთან, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სხვადასხვა ყვავილის, განსაკუთრებით - გვირილის გვირგვინების რიგში უამრავი ადამიანი იდგა. მათ შორის იყო 14 წლის გვანცა ვარდანიძე.

„ძალიან მიყვარს ეს დღე, ყვავილების გარეშე ქუთაისობა ხომ წარმოუდგენელია. გვირილების გვირგვინი შევიძინე, ესეც ერთგვარი განწყობაა, დღეს სხვანაირად ლამაზია ქუთაისი, ყველა ბედნიერია,“ - თავისი ემოცია გაგვიზიარა გოგონამ.

გამოფენას უამრავი ქუთათური და ქალაქის სტუმარი ინტერესით ათვალიერებდა.

ლია ხაჭაპურიძე, 48 წლის: „ყვავილები ძალიან მიყვარს, გამიხარდა, როცა ეს გამოფენა-გაყიდვა შედგა. ვფიქრობ, რომელი ყვავილი შევიძინო, გვირილების გვირგვინი უკვე შევიძინე... მართალია, ასაკი ხელს არ მიწყობს, თავზე რომ მოვირგო ეს თაიგული, მაგრამ დღეს ხომ ჩვენი ქალაქის დღესასწაულია და, იმედია, გაკვირვებულები არ შემომხედავენ.“

2 მაისს ყვავილების მოყვარულებს ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში მრავალფეროვანი ყვავილებიც ელოდათ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3342
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია