დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზაზა ლომინაძე: „იმერი“ არის კარგი მაგალითი იმისა როგორი წარმატებულია კერძო ბიზნესი სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოში (R)
2020/10/28 14:35:00

,,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატთან ერთად  სამკერვალო ,,იმერში" დასაქმებულებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო თუ როგორ და რა პრინციპით მუშაობს  საწარმო სადაც ასეულობით ადგილობრივია დასაქმებული, მისი თქმით ,,იმერი" არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოში

 

,,სამკერვალო კომპანიაიმერსსაუკუნოვანი ისტორია აქვს და მსუბუქი მრეწველობის ერთ-ერთი ფლაგმანია საქართველოში. საწარმომ თანამედროვე მოთხოვნებსაც კარგად აუწყო ფეხი. კომპანია წარმატებულად მუშაობს, დაკვეთებს ადგილობრივი ბაზრის გარდა საზღვარგარეთიდანაც გერმანია, იტალია, თურქეთი) იღებს. „იმერშიასეულობით ჩვენი თანაქალაქელია დასაქმებული. ვნახეთ, როგორ პირობებში შრომობენ ისინი, რა პრობლემები აქვთ, მომავლის გეგმებზეც ვისაუბრეთ. „იმერიარის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი წარმატებული შეიძლება იყოს კერძო ბიზნესი სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოში და ამასთანავე, ისეთი გონიერი ხელმძღვანელის მმართველობით, როგორიცაა ქალბატონი მაია სიმონიძე. „იმერსბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ქუთაისისთვის და შეიძლება ითქვას, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი საიმიჯო სახელიცაა,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.


 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 494
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია