დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი
2013/03/23 22:11:41

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა 21 მარტს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპოზიცია უპირობოდ ითხოვდა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას, ხოლო უმრავლესობა ბოლო წუთამდე უარს აცხადებდა ამ პროცედურაზე. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, საბოლოოდ, ასეთი განცხადება გააკეთა: „ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველაფერ იმაზე, რაც ქვეყანაში მოხდებოდა, რადგან ხალხმა ნდობა გამოგვიცხადა. მე მიწევს გადაწყვეტილების მიღება, სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებით. სარეიტინგო კენჭისყრა მოგონილია იმისთვის, რომ გაირკვეს ბუნდოვანი სიტუაცია. კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 83 წევრი ანუ არ გვყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამაზე დიდი ხანია ჩვენ უკვე ვსაუბრობთ. ამ ანბანური სიტუაციის მიუხედევად, უმცირესობა ითხოვს სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას, სხვა შემთხვევაში საქმე რომ არ ეხებოდეს უფრო მნიშნელოვან თემას, მე სხვანაირად მოვიქცეოდი. რადგან, ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას. ჩვენ ოპოზიციას მივცემთ საშუალებას, რომ თავიანთი წვლილი შეიტანონქვეყნის განვითარებაში. გვინდა დასრულდეს ის დრო, როცა ძალაუფლებადაკარგული პარტიაწყვეტდა არსებობას. მე ვიღებ ჩემთვის საკამოდ მძიმე გადაწყვეტილებას, ჩვენ კაპრიზზე კაპრიზით ვერ ვუპასუხებთ, დღეს მზად ვარ ჩავატარო სარეიტინგო კენჭისყრა. ეს გადაწყვეტილება იმედია სათანადოდ იქნება აღქმული უმრავლესობის მიერ, რომელსაც განსხვავებული პოზოცია აქვს“. - განაცხადა უსუფაშვილმა.

სარეიტინგო კენჭისყრის შედეგების შემდეგ ტაბლოზე შემდეგი შედეგი დაფიქსირდა: 93 მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას ანუ უმრავლესობას 7 ხმა დააკლდა ცვლილების გასატანად.

რადგან, სარეიტინგო კენჭისყრას არ აქვს იურიდიული ძალა, სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა ჩატარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უმცირესობის მოთხოვნის შესრულების შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებები სრული კონსენსუსით გავიდა: 135 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი.

შედეგის დაფიქსირების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა ეს გადაწყვეტილება ქართველ ხალხს მიულოცა.

სხდომის დასრულების შემდეგ უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებმა პირველი კომენტარები გააკეთეს.

„გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს იმის მიხედვით თუ რა შედეგს მოიტანს ის. ეს არის პირველ რიგში, ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სწორი სტრატეგია, სწორად გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯები და შუალედური გადაწყვეტილებები იძლევა გამარჯვების შედეგს. ქართველ ხალხს ჭირდება შედეგი და ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამკიცებით კიდევ ერთელ მოვახდინეთ იმის დემონსტრირება, რომ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენს ხალხს ჭირდება“. - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყანაში პარლამენტის უფლებამოსილების აღდგენისაკენ. უმცირესობის ახირება არ უნდა გამხდარიყო საპასუხო ახირების მიზეზი, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და გვმართებს უფრო მეტიპასუხისმგებლობა, დღეს პირველი მოსმენით მივიღეთ კანონი რომელიც უფლებას აღარ აძლევს მიხეილ სააკაშვილს საკუთარი შეხედულებისამებრ დანიშნოს მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე - ეს იწვევს მთავრობის სტაბილურობას ქვეყანაში, ეს იწვევს ინვესტორების შესაბამის რეაქციას, ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას“. - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმებით უმრავლესობას პოზიციები არ დაუთმია. 
როგორც კობახიძე ამბობს, საპარლამენტო უმრავლესობისთვის მთავარი იყო შედეგი დამდგარიყო. 
„ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დადგა, როდესაც პრეზიდენტს შევუზღუდეთ პარლამენტის დაუკითხავად მთავრობის დათხოვნის უფლება. პარლამენტისათვის ფუნქციის დაბრუნება და საზოგადოებაში მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის ახირება, რასაც სარეიტინგო კენჭისყრის მოთხოვნა ერქვა,“ ამბობს კობახიძე. 
როგორც კობახიძე განმარტავს, ისინი ამბობდნენ, რომ უმრავლესობაში გაწევრიანებული დეპუტატები არ არიან 100 და ეს უცხო არ იყო უმცირესობისათვის. 
„თუ მათ კიდევ ერთხელ სურდათ ამ ყველაფრის ტაბლოზე დანახვა, დაინახეს. თუმცა მე ვფიქრობ, ამით ჩვენ რაიმე პოზიციები არ დაგვითმია. მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ სერიოზული საკონსტიტუციო ცვლილების მიღების გზით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პრინციპული პოზიციებით ბევრი მნიშვნელოვანი კანონპროექტი გავა ამ პარლამენტში,“ - აღნიშნავს კობახიძე.

უმცირესობის  წევრი გია ბარამიძე აცხადებს, რომ მთელი სამი თვე უმრავლესობის შეურაცხყოფების ფონზე მათთვის ძალიან მძიმე იყო.

„არსებითად ეს მუხლი იყო მკვდრადშობილი და არც არავინ აპირებდა მის გამოყენებას, ერთადერთი რასაც ვითხოვდით იყო, რომ უმრავლესობას ხელი აეღო უმცირესობის შეურაცხმყოფელ ტონზე. ამ სარეიტინგო კენჭისყრით გვინდოდა გვეჩვენებინა რომ უმრავლესობას არ ჰყოფნის ხმები, ჩვენ ვერ გაგვტეხეს, ვერ შეგვაშინეს და შესაბამისად უმრავლესობა ვალდებულია პატივისცემით მოექცეს უმცირესობას. ჩვენ არ ვართმთავრობის მტერბი, ჩვენ ვართ ოპონენტები. ახლა მთავრობა ვეღარ იტყვის, რომ ჩვენ სამუშაო ადგილებს ვეღარ ვქმნით, კრედიტებს ვერ ვაიაფებთ, დაპირებებს ვერ ვასრულებთ იმიტომ რომ კონსტიტუციაში არის ასეთი მუხლი, მორჩა ეს ყველაფერი. ამ ეტაპზე ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება პატივი ეცათ ჩვენთვის, ჩვენ უნდა ავაშენოთ ღირსეული ქვეყანა, ღირსეული ადამიანები არიან უმრავლესობაშიც და უმცირესობაშიც“ - განაცხადა ბარამიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1253
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია