დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დაზვერვის სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის
2013/03/18 15:19:23

პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირინა იმერლიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც დაზვერვის სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლას გულისხმობს, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.

შესაბამისად, დაზვერვის შესახებ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებებით, აღნიშნულ სამსახურთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს შეეძლება.

უმრავლესობის წევრის, კობა დავითაშვილის თქმით, პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფ დაზვერვის სამსახურს ფუნქცია ჰქონდა დაკარგული, მისივე განცხადებით, თუკი სამსახურის გადაცემა მხოლოდ ფორმალურად მოხდება და ის რეალურად არ იმუშავებს, მაშინ დეპუტატი აღნიშნული ცვლილების გაუქმებას მოითხოვს.

დაზვერის სამსახურში შეტანილი ცვლილებები და სამსახურის  მთავრობისათვის გადაცემის ფაქტით უკმაყოფილება გამოთქვეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, რომელთაც პროტესტის ნიშნად, კომიტეტის სხდომა დატოვეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1587
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია