დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში გზების რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს
2015/07/20 20:54:09

ჭიათურა, როგორც მთაგორიანი რელიეფის მქონე მუნიციპალიტეტი, ყოველთვის გამოირჩეოდა საგზაო ინფრასტრუქტურის დაბალი დონით. ბოლო პერიოდში რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების საგზაო პროექტი შესრულდა, რომელთაგან ნაწილი გზების რეაბილიტაციას დაეთმო, ნაწილი _ ახალი მოასფალტებული გზების დაგებას.

 

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია იმით, რომ თვით კომუნისტურ პერიოდშიც კი არ არსებობდა ბევრ სოფლამდე კეთილმნოწყობილი გზა, ამჟამად კი ინტენსიურად იგება გზები რამდენიმე მიმართულებით.


გარდა ცენტრალური ბიუჯეტისა, მუნიციპალიტეტი კაპიტალურ ხარჯებზე თავის საკუთარ საბიუჯეტო თანხებსაც განკარგავს და ამ მიმართულებით იმერეთში ჭიათურა პირველ ადგილზეა (2.6 მილიონი ლარი).


ამჟამად პერევისა-გეზრულის მიმართულებით და კიდევ რამდენიმე მარშრუტით ხორციელდება ასფალტირებული გზის მშენებლობა.  პერევისა-გეზრულის მარშრუტის კეთილმოწყობილი გზა რამდენიმე სოფელს მოემსახურება და უერთდება პერევისა-კორბოულის მიმართულებას, რისი საშუალებითაც მდინარე ყვირილას მარცხენა მხარის სოფლების მოსახლეობა  დაახლოებით სამ საათში ახერხებს თბილისში ჩასვლას, ხოლო ქუთაისამდე _ დაახლოებით 1,5 საათი.

 

ელისო ხოჯანაშვილი


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13798
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია