დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე 812 კონკურსანტს საბუთები დაუწუნეს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/10 14:37:03

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 196 ვაკანსიაზე 1693 კონკურსანტის მიერ შეტანილი 5006 განაცხადია დაფიქსირებული, კონკურსის მეორე ეტაპზე კი მხოლოდ  881 ადამიანი გადავიდა. 


ამის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულია და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ, დავით დვალმა, დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს ტესტირება 16 ნოემბერს ჩაუტარდებათ.


საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, დავით დვალის თქმით, მეორე ეტაპზე უკვე გადასული 881 საჯარო მოხელეობის მსურველიდან 474 დოკუმენტაცია არასრულად ჰქონდა წარმოდგენილი, მაგრამ მათ დამატებით მიეცათ საშუალება, გააგრძელონ კონკურსში მონაწილეობა.


„48 კონკურსანრტს განაცხადი გაკეთებული ჰქონდა 6 და მეტ პოზიციაზე, რაც ავტომატურად ნიშნავს კონკურსიდან მოხსნას, დარჩენილი 1645 კონკურსანტიდან საბუთების შერჩევის ეტაპი წარმატებით გაიარა 881-მა კონკურსანტმა, 812-მა კი უმაღლესი განათლების დოკუმენტის არწარმოდგენის, არაშესაბამისი სპეციალიზაციის, არასაკმარისი სტაჟისა და სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არწარმოდგენის გამო ვერ გადავიდა მეორე ეტაპზე,"-განაცხადა დავით დვალმა.


პრესკონფერენციაზე ცნობილი განხდა, რომ ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში შეიქმნა საპრეტენზიო კომისია, რომელიც განიხილავს საჩივრებს და რეკომენდაციით მიმართავს საატესტაციო კომისიას.


„იმ კონკურსანტებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ დოკუმენტაცია სრულად ჰქონდა წარმოდგენილი და ის მეორე ეტაპზე ვერ მოხვდა, შეიქმნა საპრეტენზიო კომისია, შესაბამისად, უკმაყოფილო კონკურსანტს შეეძლება საპრეტენზიო კომისიას მიმართოს. რომელიც მის განაცხადს განიხილავს. არ გამოვრიცხავს, რომ 5 000 განაცხადიდან შეიძლება, რომ რამდენიმე შეცდომა გაპარული იყოს. მე მჯერა, რომ ქუთაისის მერიაში პროფესიონალები დასაქმდებიან, ეს პროცესი კი გამჭვირვალე უნდა იყოს,“- აცხადებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.


საპრეტენზიო კომისიას  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი უხელმძღვანელებს. უკმაყოფილო პრეტენდენტების პრეტენზიებს კომისია ორი დღის განმავლობაში, 10-11 ნოემბერს მიიღებს, მათი განხილვა კი მომდევნო სამი დღის მანძილზე მოხდება.

 

ქუთაისის მერის, შოთა მურღულის განცხადებით, კონკურსის ვერგადალახვის შემთხვევაში, შესაძლოა, რამდენიმე ადგილი ვაკანტური დარჩეს, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცარიელი დარჩება კონკრეტული ადგილები. 


„ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს და ადგილის შევსების გამო არაკვალიფიციურ პირებს არ დავნიშნავთ თანანმდებობებზე. თუ შესაბამის ადგილზე მისაღები კადრი არ გამოჩნდება, დარჩენილ ვაკანსიებზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება,"-განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2710
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია