დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ტილჭირი
2013/02/25 12:36:00

ტილჭირი ბაიასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მომრგვალო ტუბერებიანი ბალახია. ყვავის ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია საქართველოში თითქმის ყველგან. უმრავლესად გვხვდება სუბალპური სარტყლის ტენიან წიწვოვან ტყეებსა და შამბნარებში. ტყეებში, ძირითადად, ნაკადულისპირებში გვხვდება.

აღსანიშნავია ამ მცენარის ძლიერი შხამიანობა, შხამკალოიდებს ყველაზე მეტად ტუბერები შეიცავს. მთლიანად მცენარე ძლიერი შხამიანობით ყვავილობის პერიოდში გამოირჩევა. მომწამვლელი თვისებებით ფრიად საშიშია როგორც ცხოველისთვის, ასევე ადამიანებისთვისაც. ამ მცენარით მოწამვლის უშუალო შედეგია მთელი ორგანიზმის დაჩქარებული დამბლა, რომელიც გარდაუვალი სიკვდილით მთავრდება.

მისი უკიდურესი შხამიანობის მიუხედავად ფართოდაა გამოყენებული ჰომეოპატიაში სისხლდენისა და ლორწოვანი გარსების კატარალური დაავადების დროს.

ხალხურ მედიცინაში იგი ცნობილია როგორც გარეგან ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად. ფრიად ეფექტურად მიიჩნევენ რევმატული ტკივილების საწინააღმდეგოდ. ტუბერების სპირტზე ნაყენით იზელენ რევმატული ტკივილებით შეპყრობილ სახსრებსა და კუნთებს. რამდენიმე შეზელვის შემდეგ მტკივნეული იარები ჩნდება, ასეთ შემთხვევაში ნაყენის ხმარებას წყვეტენ მორჩენამდე. შემდეგ კვლავ იმეორებენ შეზელვის პროცედურებს, მეორედაც მოსალოდნელია მტკივნეული იარების გაჩენა. ამ დროსაც წყვეტენ ნაყენის გამოყენებას მათ სრულ მორჩენამდე. შემდგომში გაგრძელებული შეზელვის პროცედურებით უკვე მოსალოდნელი აღარაა იარების გაჩენა.

ტიბეტურ მედიცინაში ზოგი სახეობის ტილჭირის ფხვნილის სხვა ბალახებთან შერევით ციმბირის წყლულსა და ფილტვების ანთებას მკურნალობენ. ჩინეთში, მაგალითად, ცნობილია ტილჭირი როგორც კიბოს და სხვა დაავადების საწინააღმდეგო საშუალებათა შემადგენელი ნაწილი.

ხალხურ მედიცინაში ტილჭირის ტუბერების სპირტზე ნაყენი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება მწვავე ტკივილების დროს (სამწვერა ნერვის ნევრალგია, რევმატული ტკივილები კუნთებსა და სახსრებში, გაციებით გამოწვეული დაავადებები). აქ იგი ეფექტურად მოქმედ, მაგრამ ძალიან საშიშ საშუალებად მიაჩნიათ. ასევე გამოიყენება ტილჭირის ფოთლებისა და ტუბერების წყლით გამონაწვლილი სველი საფენების სახით რევმატიზმის, იშიაზისა და ავთვისებიანი სიმსივნის დროს.

ტილჭირის ფხვნილი და ნახარში წარმატებით გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე მწერების წინააღმდეგ.

 

თამუნა ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1422
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია