დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საარჩევნო ამბები
2010/06/08 13:55:22

ამომრჩეველთა აქტივობამ 49% შეადგინა

30 მაისის ადგილობრივ არჩევნებში სულ 1 740 652 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და ამომრჩეველთა აქტივობამ 49% შეადგინა, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო).

თბილისში საარჩევნო უბნებზე 457 851, ანუ დედაქალაქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა (981 505) 46.64% მივიდა.

თუმცა თავდაპირველ განცხადებაში, ცესკომ 20 საათის უფრო მაღალი აქტივობის მონაცემები გამოაქვეყნა (მთელი საქართველოს მასშტაბით 51%), თბილისში - 51.5%, განაცხადა რა, რომ ეს მონაცემები, შესაძლოა,    მცირედით   შეცვლილიყო.  შემდეგ   აქტივობის ოფიციალური მონაცემი 49%-მდე დაეცა.

 

როგორ „დაეხმარნენ“ გრაფის შევსებაში ქალბატონ ეკატერინეს

ქუთაისის №122 საარჩევნო უბანში, რომელიც განთავსებული იყო გელათის ქუჩის №160-ში, ამომრჩეველ ეკატერინე ამბროლაძეს თავისი გრაფა შევსებული და ხელმოწერილი დახვდა.

ამომრჩევლის პროტესტის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიაში „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ეუთოს დამკვირვებლებიც მიიწვია ამ ფაქტის დასაფიქსირებლად.

იმდღევანდელი დარღვევა იმით გამოასწორეს, რომ ეკატერინე ამბროლაძეს საუბნო საარჩევნო კომისიამ ნება დართო, იმავე გრაფაში მოეწერა ხელი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით 1 ივნისს საოლქო საარჩევნო კომისიაში იმსჯელეს და ჯოხი რეგისტრატორზე გადატეხეს.

ასევე, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოს“ წარმომადგენლები რომ არა, #35 საარჩევნო უბანში რამდენიმე მარკერიანი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მისცემდა ხმას.

 

„დაპატიმრებული“ საარჩევნო ყუთი

ასათიანის ქუჩაზე, ე.წ. „გოლიათების“ ბინაში მიტანილი საარჩევნო ყუთი ერთ-ერთმა ამომრჩეველმა „დააპატიმრა“.

„ეს ქუთაისია“ და ქუთაისელები ამაში გასაოცარსა და საკვირველს ვერც ვერაფერს დაინახავენ. მაგრამ, მსოფლიო მასშტაბით, არჩევნების ისტორიაში, ალბათ, ის ერთადერთი და განუმეორებელი ფაქტია:

აღნიშნული ბინის მობინადრე ინვალიდი ქალბატონი ჯერ კიდევ არჩევნებამდე სწუხდა, მასთან ამომრჩევლის ბარათი რომ არ მიიტანეს (სხვათა შორის, ამ ბინაში უბარათოდ 6 ამომრჩეველი დარჩა).

გასაოცარი მამაცობა გამოიჩინა ინვალიდმა ქალბატონმა - როცა ერთ-ერთ მეზობელთან მიიტანეს საარჩევნო ყუთი, მას ხელი სტაცა და მანამ არ გაუშვა, სანამ მისი ბიულეტენები არ მიჰგვარეს და მისთვის სასურველ მაჟორიტარ კანდიდატსა და პარტიას ხმა არ მისცა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1430
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია