დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამარჯვებულები
საქართველოში ჟიურის რჩეულ, ყველაზე მედიაწიგნიერ სკოლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალდაბის საჯარო სკოლა დასახელდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/09/09 21:57:01

 

მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ მედიაწიგნიერების კონკურსში, რომლის პირველი ეტაპიც საქართველოს 26-მა საჯარო სკოლამ გადალახა, ჟიურიმ გამარჯვებული სკოლა გამოავლინა.

 

დაჯილდოების ცერემონია თბილისში, სასტუმრო „სტამბა“-ში გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულად და საქართველოში ყველაზე მედიაწიგნიერ სკოლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის სკოლა დასახელდა.

 

ჟიურიმ კონკურსის გამარჯვებული სკოლის გუნდი სერთიფიკატებით, სიმბოლური საჩუქრებით და წიგნის მაღაზია „ლიგამუსის“ 300ლარიანი ვაუჩერით დაასაჩუქრა.

 

ზოგადად, მედიის განვითარების ფონდის ამ პროექტის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება, მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვას თავი ინტერნეტ სივრცეში  ყალბი ინფორმაციისგან. ეს კონკურსი ფონდმა, ნიდერალნდების საელჩოს მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან და PHI საქართველოსთან პარტნიორობით მოაწყო.

 

ჩვენ გავესაუბრეთ ახალდაბის სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს, თამარ დემეტრაშვილს, რომლის ორგანიზებითაც მიიღეს ამ კონკურსში მონაწილეობა ახალდაბის სკოლის მეთერთმეტეკლასელებმა და გაიმარჯვეს.

 

როგორც თამარმა გვიამბო, როცა ივლისის თვეში შეიტყვეს მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ, მაშინვე გადაწყვიტეს მონაწილეობის მიღება. მან ხუთი მეთერთმეტეკლასელისგან შემდგარი გუნდი ჩამოაყალიბა სახელწოდებით 5/11 (ხუთი მეთერთმეტედი), ყველამ ერთად დაწერეს პროექტი ,,როგორ გავარჩიოთ ყალბი ფოტომასალა რეალურისგან“ და გააგზავნეს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 

„სრულიად მოულოდნელად, სექტემბრის თვეში გავიგეთ, რომ  მედიის განვითარების ფონდის მიერ შერჩეულ 26 სკოლას შორის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის გუნდიც მოხვდა. ეს იყო უდიდესი სიხარული არამარტო ჩვენი გუნდისთვის,არამედ - მთელი სკოლისთვის. პროექტის წერის დროს აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ სკოლის დირექტორი, მარინა ლომიძე, სწორედ მისი ხელშეწყობით გუნდი გაემგზავრა თბილისში, სასტუმრო „სტამბა“-ში პრეზენტაციაზე.


მოუთმენლად ველოდით ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებას და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამ 26 სკოლას შორის "ჟიურის რჩეული სკოლის ნომინაციაში" გამარჯვებულად ჩვენი, ახალდაბის საჯარო სკოლა გამოცხადდა.. განსაკუთრებით მეამაყება, რომ ამ გამარჯვებაში ჩემი პირადი წვლილიც არის“- გვეუბნება თამარ დემეტრაშვილი და ემოციებს ვერ მალავს.

 

ვულოცავთ ამ გამარჯვებას ახალდაბის საჯარო სკოლას და მომავალშიც  წარმატებებს ვუსურვებთ! ნამდვილად საამაყოა საქართველოს 26 სკოლას შორის გახდე ჟიურის რჩეული.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2641
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია