დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონული განვითარების პროექტები მკაცრად გაკონტროლდება
2013/02/18 14:26:34

მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პრტოექტებისათვის 200 მილიონი ლარი გამოიყო, რაც  გასულ წელთან შედარებით 140 მილიონი ლარით მეტია.

რეგიონული განვითერებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე დასძინა, რომ საქართველოს მთავრობამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები დაამტკიცა. ასევე დამტკიცდა იმ ახალი კომისიის შემადგენლობა, რომელიც კომისიაში შემოსულ პროექტებს განიხილავს და დასამტკიცებლად მთავრობას გადაუგზავნის. ხსენებული პროექტების წარდგენის ბოლო ვადად 2013 წლის 11 მარტი განისაზღვრა.

გამოიკვეთა ის პრიორიტეტებიც, რომლის მიხედვითაც დაფინანსდება წარდგენილი პროექტები, ესენია: წყლის სისტემები, ხიდები, გზები, გარეგანათება, მშენებლობა-რეაბილიტაცია და ა.შ.

რაგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსების მისაღებად პროექტების წარდგენის უფლება აქვთ თვითმმართველ ერთეულებს და რწმუნებულებს. პროექტის ინიცირების შემთხვევაში კი, აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით მიღებული ქონდეს ადგილობრივ საკრებულოს, რაც მთავარია, უნდა მოხდეს პროექტის საჯარო განხილვა მოსახლეობასთან და მნიშვნელოვანია, თუ განხილვის პროცესში ჩართული იქნება შესაბამისი საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი. რაც მთავარია, პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის კრიტერიუმებს: პროექტის განხორციელების საჭიროების აუცილებლობას, მისი განხორციელების ვადებს, პროექტის ღირებულებას.

მომზადებულ პროექტს თვითმმართველი ან გუბერნატორი წარადგენს რეგიონული განვითარების სამინისტროში, სამინისტრო განსახილველად გაუგზავნის რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას, საიდანაც დადებითი პასუხის შემთხვევაში, კომისია თხოვნით მიმართავს მთავრობას მოწონებული პროექტი დაფინანსებულ იქნას.

როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, აუცილებელია დაფინანსებული პროექტების მკაცრი მონიტორინგი, რათა  გამოყოფილი თანხები მიზნობრივად  დაიხარჯოს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1333
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია