ქუთაისის მერიაში საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ პასკალ მენიეს უმასპინძლეს. სტუმართა შორის იყვნენ ასევე საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლები. კულტურული ურთიერთობების მრჩეველი ბატონი ჟან ლავუა, ბატონი ტერი ბურტე - ატაშე უნივერსიტეტებთან ურთიერთობების საკითხებში, ქალბატონი მატილდა კომე - ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობის ატაშე.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა პროექტის განხილვა, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების განვითარებას.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ „ახალგაზრდები ევროპისთვის“ კლუბის წევრები, ანუ იმ ახალგაზრდების დელეგაცია, რომლებიც 2016წლის 19 დეკემბერს სასწავლო მიზნით იმყოფებოდნენ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში.
„დღეს განვიხილეთ სხვდასხვა ნმიშვნელოვანი პროექტი, მათგან გამოვყოფდი ქუთაისსა და სტრასბურგს შორის დამეგობრების საკითხს, ასევე, ქუთაისში იგეგმება ფრანგული საგანმანათლებლო კუთხის გახსნა და ამ ორ ქვეყანას შორის გვინდა პირდაპირი ფრენების ორგანიზება. ეს გეგმები საკმაოდ რეალურია და ჩვენ მაისში უკვე დიდ დელეგაციას ველოდებით, სადაც საბოლოოდ განვიხილავთ ამ თემებს.“-განაცხადა ქუთაისის მერიის საგარეო ურთიერთობების სამსახურისს თანამშრომელმა გიორგი დათუაშვილმა.
შეხვედრა შეაფასა ქუთაისელმა სტუდენტმა, პროექტ „ახალგაზრდები ევროპისათვის“ წეევრმა ნანო კირთაძემ: „დღვანდელ შეხვედრაზე საფრანგეთის ელჩს საქართველოში ვესაუბრეთ ჩვენი სტრასბურგში ვიზიტის შესახებ, თუ რა მივიღეთ ქუთაისელმა ახალგაზრდებმა ამ პროექტით. საინტერესოა ის ფაქტი ,რომ ელჩმა პირადად გაგვაცნო სამომავლო გეგმები. ამრიგად, ქუთაისელ ახალგაზრდებს აქვთ შანსი, ჩაერთონ თითოეულ პროექტში.“
„2017წელს კიდევ მოხდება სტუდენტების გაგზავნა სტრასბურგში. ასევე,მაისში ვგეგმავთ, ქუთაისში ფრანგული რეგიონის გუბერნატორის და უნივერსიტეტების ლექტორების ოფიციალური ვიზიტს“.-განაცხადა საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ.
ლიკა დევდარიანი