დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯანდაცვის სამინისტრო ტეტანუსისა და მისი პრევენციის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/21 12:22:53
ჯანდაცვის სამინისტრო ტეტანუსისა და მისი პრევენციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით განცხადებას ავრცელებს. 


"Clostridium tetani გარემოში ყველგან გვხვდება, ნიადაგის, მტვრის და სასუქის/ნაკელის ჩათვლით. ბაქტერია ორგანიზმში ხვდება დაზიანებული კანის საფარიდან, განსაკუთრებით თუ ტრავმა მიღებულია დაბინძურებული საგნით - ჭრილობა, რომელიც დაბინძურებულია ტალახით/მიწით, ფეკალიებით ან ნერწყვით; ჭრილობა გამოწვეული კანის ჩხვლეტით, მაგალითად, ლურსმანით ან ნემსით; დამწვრობა; ავტოსაგზაო შემთხვევა; იშვიათ შემთხვევებში ასევე შესაძლოა სუფთა ზედაპირული ჭრილობა, ქირურგიული პროცედურები, მწერის ნაკბენი, მრავლობითი მოტეხილობები, ქრონიკული ჭრილობები და ინფექციები და ინტრავენური ინექცია", - ნათქვამია განცხადებაში.


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადების ინკუბაციური პერიოდი 3-დან 21 დღემდე (საშუალოდ 10 დღე) მერყეობს.


უწყების ინფორმაციით, ტეტანუსის სიმპტომებია - სარდონიული ღიმილი; ტრიზმი (ყბის სპაზმი, კრიჭის შეკვრა); ოპისტოტონუსი - კუნთების უცაბედი, უნებლიე შეკუმშვა/სპაზმი - განსაკუთრებით ზურგის კუნთების მთელი სხეულის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდობა), ყლაპვის გაძნელება, ცხელება და ოფლიანობა მაღალი არტერიული წნევა და გახშირებული გულისცემა.


"დიაგნოზის დასმა ხდება დამახასიათებელი ნიშნების და სიმპტომების მიხედვით.


ტეტანუსი წარმოადგენს სამედიცინო გადაუდებელ მდგომარეობას და საჭიროებს - ჰოსპიტალიზაციას; მყისიერ მკურნალობას ანტიტეტანური შრატით ან იმუნოგლობულინით (TIG or equine antitoxin), ვაქციანაციას, მედიკამანეტებს კუნთების სპაზმის საკონტროლოდ, ჭრილობის ინტენსიურ დამუშავებასა და ანტიბიოტიკებს", - ნათქვამია განცხადებაში.


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი პროფილის საავადმყოფოები მომარაგებულია ტეტანუსის სამკურნალო სპეციფიური მედიკამენტებით.


"ტეტანუსის განვითარების რისკის მაქსიმალურად შემცირების მიზნით გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აცრების სრული კურსი და ჭრილობის სწორად დამუშავება ტეტანუსის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა".


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია არ არის საჭირო თუ პაციენტს ჩატარებული აქვს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული დიფთერია/ტეტანუსის საწინააღმდეგო ყველა გეგმიური აცრა (2 თვის, 3 თვის, 4 თვის, 18 თვის, 5 წლის და 14 წლის ასაკში) და ბოლო აცრიდან გასულია 10 წელზე ნაკლები. ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრები არ ტარდება, თუ კანის საფარველის მთლიანობა დარღვეული არ არის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 25120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია