საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თემურ ცამციშვილი: " ჩემი მთავარი მიზანი არ იყო მაჟორიტარობა და პარლამენტარობა"
2016/09/28 16:49:09

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიასთან მომხდარი განხეთქილების შედეგად, კოალიციას გამოეთიშა "გირჩი" და ისინი ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ამ ბლოკის ქუთაისის მაჟორიტარმა კანდიდატმა თემურ ცამციშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ჩემი მთავარი მიზანი არ იყო მაჟორიტარობა და პარლამენტარობა. ჩემი მთავარი მოტივაცია არის  ქუთაისის კეთილდღეობა. მე ვარ და ვრჩები „ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩის“ იმერეთის ორგანზიაციის ხელმძღვანელად.

მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ამ პოზიციიდან შეიძლება საინტერსო საქმეების  განხორციელება.  წინ გაქვს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის.

მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს,  ვინც ნდობას მიცხადებდა. მადლობა იმათ, ვინც ჩემთან ერთად ცდილობდა, შეეცვალა ქუთაისში  პოლიტიკური გარემო და მადლობა მათ, ვინც ჩემთან ერთად აგრძელებს სვლას. მეტი თავისუფლება.“  - თემურ ცამციშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1511
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია