პროკურატურა საქართველოს ენეკრგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელის კომისიის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რაც, მათი აზრით, იმაში გამოიხატა, რომ ჩალაგაშვილმა რესტორნიდან ქუთაისის ენერგოკომპანიის ხელმძღვანელს დაურეკა და რესტორანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შუქი გამოართვევინა. სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გაიმართა.
სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკამყოფილა და 10 000-იანი გირაო 3 000 ლარით შეცვალა.
თავად ჩალაგაშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა კომისიაზე გარკვეული კონტროლის განხორციელების მცდელობაა.
„ეს არის პოლიტიკური დაკვეთა იმაზე, რომ მარეგულირებელი ორგანო ერთადერთია საქართველოში, რომელსაც მაკონტროლებელი არ ჰყავს, რომელზეც კონტროლს ვერავინ ახორციელებს და ამ გზით ალბათ, ცდილობენ, რომ კომისიაზე გარკვეული სახის კონტროლი განახორციელონ. ასევე სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა ჩემი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რასაც სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურის მოთხოვნა სრულიად იქნება იგნორირებული, რადგან ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა", - განაცხადა ჩალაგაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სასამართლომ ჩალაგაშვილი თანამდებობაზეც დატოვა.