დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/11/27 13:34:47

 ქუთაისის ოპერის თეატრში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით კონცერტი გაიმართა, რომელიც უნარშეზღუდული პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას მიეძღვნა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, ასევე ადგილობრივმა მომღერლებმა და მსახიობებმა.

კონცერტი ორ ნაწილად ჩატარდა, პირველ ნაწილში სიმღერები შესრულდა, ხოლო მეორე ნაწილში პანტონიმის მსახიობების და უნარშეზღუდული პირების ერთობლივი მინი  სპექტაკლი გაიმართა სახელწოდებით :“of roid“.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამინისტროს წარმომადგენლის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მათი სამინისტროს პრიორიტეტს წელს,  საზოგადოებაში შეზღუდული შასაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია წარმოადგენს.

ამ მიმართულებით, წელს, ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება საქართველოში.  ერთ_ერთი პროექტი არის პანტონიმის დადგმა, რომელსაც წარადგენენ ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდები. ამ ღონისძიებით გვინდა მთავარი მესიჯი მივაწოდოთ ყველას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.“ 

ერთ-ერთი მონაწილის, შაბან მამედოვის თქმით , რომელიც სიმღერით წარსდგა მაყურებლის წინაშე, არა ერთ მსგავს კონცერტში მიუღია მონაწილეობა.

“ მე მოვუწოდებ ყველა ბავშვს, რომელსაც არ აქვს მხედველობა, რომ არ დაკარგონ იმედი, მე მჯერა, რომ არსებობს შანსი დაგვიბრუნდეს მხედველობა და თუ ეს არ მოხდება, ფარხმალი არ უნდა დავყაროთ. ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია“.

 კონცერტის ორგანიზატორების თქმით, მომავალშიც გააგრძელებენ საქართველოს მასშტაბით მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას და მთვარი მესიჯის გაგზავნას ხალხში, რომ „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს"!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია