დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ილჰამ ალიევი – კორუმპირებული პერსონა 2012
2013/01/05 09:42:08

სარაევოსა და ბუქარესტში დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის საგამომძიებო პროექტი“ (OCCRP) 2012 წლის კორუმპირებული პერსონა გამოავლინა. „გამარჯვებული“ აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში მომხდარი კრიმინალური და კორუფციულ საქმეებთან კავშირის მიხედვით შეირჩა.


OCCRP-ის კორუმპირებულთა რეიტინგში მოხვდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ამ უკანასკნელს ეს „პატივი“ რუსეთში ათწლეულების განმავლობაში არსებული კორუფციისა და კრიმინალის უპრეცედენტო მასშტაბებისთვის ერგო.

პუტინის რეიტინგში მოხვედრა მეტწილად განაპირობა მისმა კავშირმა გახმაურებულ „მაგნიტსკის საქმესთან“. 2009 წელს რუსი ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი წინასწარი პატიმრობის საკანში დაიღუპა. ამ საქმის მოსამართლეთა განცხადებით, ეს „მთავრობის მხრიდან უზარმაზარი მასშტაბების კორუფციაზე თვალის დახუჭვის ყველაზე კარგად დოკუმენტირებული საქმე იყო“.

2012 წლის ყველაზე კორუმპირებული პერსონა, OCCRP-ის რეიტინგით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გახდა.

„ალიევი ავირჩიეთ იმ სამხილების გამო, რომელიც მისი ოჯახის მიერ ძვირადღირებული ინდუსტრიების ხელში ჩაგდებას ადასტურებს. მათ შორის არის ტელევიზია, მინერალური რესურსები და სამშენებლო ბიზნესი. მათი ხელში ჩაგდება ალიევის ოჯახმა პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენებით მოახერხა“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

რეიტინგში ასევე მოხვდნენ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი, უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ყარიმოვი, ნარკობარონი დარკო სარიჩი და სერბი ბიზნესმენი მიროსლავ მიშკოვიჩი.

„2012 წელი სამაგალითო იყო მათთვის, ვინც ვაშუქებდით ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციულ საქმეებს. ყოველწლიურად ეს ინდუსტრია უფრო მზარდი ხდება მსოფლიო მასშტაბით", - განაცხადა OCCRP-ის მთავარმა რედაქტორმა დრიუ სალივანმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1357
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია