დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში "ორმაისობის" აღსანიშნავად ემზადებიან
2013/04/29 18:35:53

2 მაისი, როგორც წინა წლებში, წელსაც გრანდიოზულად აღინიშნება

ქეთევან ლებანიძე

ქალაქის თვითმმართველობაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ფონის მიუხედავად, ქუთაისობა (ორმაისობა) მაინც აღინიშნება. იმასაც კი ამბობენ, რომ წლევანდელი 2 მაისი შესაძლოა, კოჰაბიტაციური აღმოჩნდეს, რადგან ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომაგენელს დაეგზავნება მოსაწვევი. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის  სამსახური უამრავ ღონისძიებას გეგმავს.

2 მაისს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 10:00- დან 22:00- საათამდე  გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ხოლო საღამოს გალაკონცერტი დაასრულებს, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით „p.s.“ ქ. ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსს თემურ ცამციშვილს ესაუბრა. 

„2 მაისი, როგორც წინა წლებში, წელსაც გრანდიოზულად აღინიშნება. ქუთაისობა  უკვე სახალხო ზეიმია. წარმოდგენილი იქნება იმერეთის ყველა რაიონი, რომლებიც დილიდან დაიწყებენ მონაწილეობას თავიანთი პროგრამის განხორციელებაში. 10 საათიდან ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში იგეგმება უამრავი ღონისძიება, რამდენიმეს გამოვარჩევ: ერთი იქნება ვასილ ამაშუკელის ძეგლის გახსნა, გამოფენა „ქართული კინო და ქუთაისი.” ასევე იგეგმება პირველ სკოლაში გამოფენა „ე. თაყაიშვილი და 1 სკოლა“. თანამდეროვე ქართველი მწერლები გააკეთებენ ბარათების პრეზენტაციას. ეს ბარათები არის იმ ადამიანების ბიოგრაფია, რომლებიც პირველ სკოლაში სწავლობდნენ და ის ცნობილი ორი აბრა, რომელიც პირველი სკოლის წინაა გაკრული. გამოვეცით იმ ადამიანთა ბიორაფია სასაჩუქრე ბარათებად და ამის პრეზენტაციას თანამდეროვე ქართველი მწერლები გააკეთებენ. ერთი სიახლე იქნება, პირველად 2 მაისს „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გავა „შუა დღის შოუ”, რომელიც ქუთაისს დაეთმობა  და ყველა ის ღონისძიება, რაც ჩვენთან იქნება, პირდაპირი ეთერით გადაიცემა და  ექნება საშუალება მოსახლეობას, ვინც ვერ მოახერხებს ქუთაისში ჩამოსვლას, მიმდინარე ღონისძიებები ნახოს.  ჩატარდება ღვინის  ტრადიციული ფესტივალი. „მარიონელა” გააკეთებს საინტერესო გამოფენას თეთრ ხიდზე, თემატურს, რომელიც 2 მაისს უკავშირდება.  ქუთაისში მოქმედი ყველა თეატრი მსვლელობას გამართავს.

„საღამოს იქნება ორი კონცერტი ერთი –14:30-დან „მონ პლაზირის“ ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საშემსრულებლო ჯგუფები. ესენი არიან: რობი კუხიანიძე „აუტსაიდერი“, მეგი გოგიტიძე და ბენდი,  ჯგუფები: „Svansikh”, “Loudspeakers”, ხოლო საღამოს დაასრულებს გალაკონცერტი უამრავი შემსრულებლის მონაწილებით, რამდენიმეს ჩამოვთვლი : მაია ბარათაშვილი, სალომე ქათამაძე, სალომე ბაკურაძე, მარიტა როხვაძე, ვაჟა მანია, ალეკო ბერძენიშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და კიდევ ბევრი სხვა პოპულარული შემსრულებელი.”–აცხადებს თემურ ცამციშვილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1559
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია