დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბაზა „შუკვანზე“ სააკაშვილის ყოფნისას ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა
2013/01/03 21:04:10

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაზა შუკვანზე სააკაშვილის ყოფნისას ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „შუკვანზე“ საქართველოს პრეზიდენტის ყოფნისას, ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი სპეცკავშირის საშუალებით იმ საგუშაგოებს დაუკავშირდა, რომლებსაც „თალიბების“ თავდასხმის მოგერიება შეძლეს.

პრეზიდენტმა ISAF-ის მონაწილე ქართველ სამხედროებს ახალი წელი მიულოცა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ თქვენით“, - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ სამხედროებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია