დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ელისაშვილის მხრიდან რურუას ციხეში ყოფნის ოპოზიციაზე გადაბრალება არის უსინდისობა, რითაც ის ქართული ოცნების თამაშს თამაშობს - თარხნიშვილი
2021/01/15 16:53:00

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ გიორგი რურუას ციხეში ყოფნა ოპოზიციის ბრალია.

 

თარხნიშვილის თქმით, ელისაშვილის ეს  განცხადება არის ბინძური თამაში, რომლითაც ელისაშვილი ნებით თუ უნებლიედ თამაშობს ქართული ოცნების თამაშს.

 

თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი რურუას და სხვა პოლიტპატიმრების ციხეში ყოფნა ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დამსახურებაა, ხოლო ელისაშვილის მხრიდან ამის ოპოზიციაზე გადაბრალება არის უსინდისობა.

 

„ეს არის აბსოლიტურად ბინძური თამაში და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ ვის გამო იმყოფება ბატონი გიორგი რურუა, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები ციხეში, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დამსახურება. მე მინდა შეგახსენთ,  კონკრეტულად გიორგი რურუას შემთხვევა გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებაში და სწორედ ქართულმა ოცნებამ, წელიწადნახევრის წინ დაარღვია ეს შეთანხმება და შესაბამისად, ამის გადაბრალება ოპოზიციაზე არის უსინდისობა და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი უსინდისო განცხადება, რომელსაც ბატონი ელისაშვილი ავრცელებს.

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ელისაშვილი ამ შემთხვევაშიც იტყუება და ნებსით თუ უნებლიედ თამაშობს ქართული ოცნების თამაშს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებისმიერი ადამიანი და პიროვნება, რომელიც შევა ამ გზით არჩეულ პარლამენტში, ფაქტობრივად გაწევრიანდება ქართულ ოცნებაში და არ იქნება არავითარი განსხვავება, თუ რა ერქმევა მას, ევროპული სოციალისტები, გირჩის განაყოფი თუ მოქალქეები.“ - განაცხადა თარხნიშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 643
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია