დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სოფელ ალგეთში ცოლ-ქმარი მოკლეს
2013/01/02 21:38:41

მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში ცოლ-ქმარი რამიზ და ჯავახიზ დოვრუშოვები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ინფორმაციას ავრცელებს ვებგვერდი „ინტერპრესნიუსის“ რომლის ცნობითაც, რამიზ დოვრუშოვს გულმკერდის არეში ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი. ჯავახიზ დოვრუშოვას კი თავში სამი ტყვია  აქვს ნასროლი. დაჭრილია ასევე მათი ვაჟი ვალი დოვრუშოვი.

როგორც მეზობლები აცხადებენ, რამიზ დოვრუშოვი მოკლულია ქუჩაში, მისი მეუღლე კი სახლში მოკლეს. რაც შეეხება ვაჟს, ის ეზოში, საქონლის სადგომთან იმყოფებოდა და თავდამსხმელმა სადგომში ხელყუმბარა შეაგდო. ვალი დოვრუშოვი ხელყუმბარის ნამსხვრევებით გულმკერდის არეში დაიჭრა. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დოვრუშოვების მეზობლების განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათივე მეზობელია, თუმცა, ისინი დამნაშავის ვინაობას და არ ასახელებენ. ასევე, მეზობლებს უჭირთ დანაშაულის მოტივზე საუბარი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველები დანაშაულში ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დადგენაზე მუშაობენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია