დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
2012/09/19 14:07:28

თბილისში, ფილარმონიის წინ,  სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და უბრალო მოქალაქეების გარდა, იქ იმყოფებიან პატიმრების ოჯახის წევრებიც.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არ არის. აქციის მონაწილეები  კალმახელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.

ამასთან აქციაზე ისმის მოთხოვნები, რომ დაისაჯოს შინაგან საქმეთა  მინისტრი ბაჩო ახალაიაც, რომლის გვარიც გუშინ გავრცელებული ვიდეომასალებში ფიგურირებს. ბაჩო ახალაია თავის დროზე სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხელმძღვანელობდა . აქციის მონაწილეთა აზრით,  ყველაფერი იმ უკანონობის სათავე რაც სასჯელაღსრულების სისტემაში ხდება, სწორედ ბაჩო ახალაიაა.

საპროტესტი აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ მელიქიშვილის  გამზირი გადაკეთეს. აქციები მიმდინარეობს საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1567
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია