დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რუსულ ბაზარზე ქართული ჩაი, თხილი და სხვა პროდუქტიც დაბრუნდა
2013/06/30 11:46:57

რუსული მედიის ცნობით, გუშინ ქართული ჩაიზე, სანელებლებზე, თხილსა და ანალოგიურ საკვებ პროდუქტებზე რუსული ბაზრის ემბარგო მოიხსნა.

„მსგავსი პროდუქცია არ საჭიროებს ფიტოსანიტარულ სერტიფიცირებას რუსეთის საზღვრის გადასაკვეთად, თუმცა ეს პროდუქცია ექვემდებარება საკარანტინო ფიტოსანიტარიულ კონტროლს,“ – ნათქვამია Rosselkhoznadzor-ის განცხადებაში.

ამასთან, Rosselkhoznadzor-ი უახლოეს მომავალში რუსულ ბაზარზე ქართული ხორცისა და რძის შეტანას არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ქართული ღვინის, მინერალური წყლის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების რუსულ ბაზარზე შეტანა ქვეყნის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა 2006 წელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, „ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების" მოტივით შეზღუდა.

(ი.ბ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1511
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია