დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით ღვინის სექტორის მართვის ახალი მოდელი მუშავდება
2016/12/16 10:35:00

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა სასტუმროში „მუზეუმი“ გამართულ შეხვედრაზე ღვინის სექტორის მართვის რესტრუქტურიზაციის საკითხები განიხილეს.


სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ჩატარდა.


ღვინის ინდუსტრიისა და ღვინის საერთაშორისო სამართლის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტმა, ჯონ ბარკერმა ღონისძიების მონაწილეებს ღვინის სექტორის მართვის მოდელი გააცნო, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე საქართველოში ღვინის სექტორში არსებული რეალობის და გამოწვევბის გათვალისწინებით შეიქმნა.


„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსა და ღვინის სექტორს შორის არსებობს ჯანსაღი კომუნიკაცია და თანმშრომლობა, გრძელვადიან პერსპექტივაში უმნიშვნელოვანესია ეს ურთიერთობა ინსტიტუციონალურად დაბალანსებული გახდეს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მონაწილეს ღვინის სექტორის მართვის მოდელზე მუშაობაში აქტიური ჩართულობისთვის, ასევე მადლობას ვუხდი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას დახმარებისთვის. ჩვენი მიზანია, კერძო სექტორთან შეთანხმებით მივიღოთ მართვის ისეთი მოდელი, სადაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესები თანაბრად იქნება წარმოდგენილი და სადაც კერძო სექტორის ჩართულობა იქნება გაცილებით მეტი და აქტიური ყველა მიმართულებით“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორის შეჯერდეს და მიღებულ იქნას მართვის საუკეთესო მოდელი, რადგან ამ ინსტიტუტის სტაბილურობა ღვინის ინდუსტრიის განვითარებისა და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის გარანტი უნდა იყოს.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა წარმოდგენილი დოკუმენტი განიხილეს. გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები, რომლებიც საბოლოო დოკუმენტის მომზადების დროს იქნება გათვალისწინებული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია