დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შალვა შავგულიძე: „ბაჩო ახალაიას დაკავება სრულიად სამართლებრივად მოხდა“
2012/11/07 14:08:11

psnews.ge-სთან საუბარში პალრამენტის უმრავლესობის წარმომადგენელი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ყოფილი თავდაცვის და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავება სრულიად სამართლებრივად მოხდა და უმცირესობის წევრების განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ახალაია პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, უსაფუძვლოა. 

უმცირესობის წევრის, შოთა მალაშხიას განცხადებით კი, ბაჩო ახალაიას დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. მალაშხია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ბაჩო ახალაიას მიმართ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წარედგინება, იგივე ბრალდებით უნდა დააკავონ უმრავლესობის წევრი და პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, რომელმაც თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე პასუხისგებაში უნდა მიეცეს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელმაც საუბრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თინა ხიდაშელს. 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია