დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჟოლო
2012/06/18 13:26:06

ვარდისებრთა ოჯახში შედის, ყვავის ივნისიდან, ნაყოფი მწიფდება 35-40 დღეში (ივლის-აგვისტოში), მრავლდება თესლით.

ჟოლოს გამხმარ ნაყოფს გაციების დროს იყენებენ ოფლისმომგვრელ საშუალებად. ასევე მისგან ამზადებენ სიროფს სხვადასხვა წამლების გემოს გასაუმჯობესებლად.

ნაყოფი შეიცავს 10%-მდე შაქარს, 2%-მდე ორგანულ მჟავას, A,B,C ვიტამინებს, მისგან ამზადებენ მურაბას, კომფოტს, სიროფს, მარმელადს, ლიქიორს, ღვინოს, გამაგრილებელ სასმელებს.

გაციების დროს ოფლის მოდენის მიზნით სვამენ ჟოლოს ნაყენს: 2 სუფრის კოვზ ხმელ ნაყოფს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, 20 წუთის შემდეგ ფილტრავენ და 2-3 ჭიქას სვამენ 1-2 საათის განმავლობაში.

ჟოლოს ფოთლებში აღმოჩენილია ნაწლავებისა და საშვილოსნოს კუნთის მასტიმულირებელი და სპაზმოლიტური მოქმედების ნივთიერებები.

ფოთლების ნახარშს ხალხურ მედიცინაში იღებენ: ხველის, ყელის ტკივილის, ციებ-ცხელების დროს, ასევე იყენებენ ფერისმჭამელებისა და მუწუკების მოსაცილებლად. ყვავილების ნახარშით კი წითელ ქარსა      („როჟა“) და თვალის ანთებას მკურნალობენ. ახალშეგროვილი ნაყოფის ჭამას ურჩევენ ეგზემის მკურნალობისთვის.

ტიბეტის მედიცინაში ფოთლების გამონახარშს ურჩევენ ნევრასთენიის, ნევრიტის დროსა და სიცხის დამწევ საშუალებად.

ასევე ჟოლოს ფოთლები რეკომენდებულია როგორც შემკვრელი საშუალება კუჭაშლილობის დროს. გააჩნია სიცხის საწინააღმდეგო თვისებაც კუჭ-ნაწლავის კატარის დროს. მასვე უწერენ კუჭში სისხლჩაქცევის, მენორარგიის, სასუნთქი ორგანოების დაავადებებისა და კანზე გამონაყარის სამკურნალოდ.

ყველა ამ შემთხვევაში ხმარობენ ნაყენს: 2 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთლებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს (გაციებისას სვამენ ცხელ მდგომარეობაში). მასვე იყენებენ პირსა და ყელში გამოსავლებად, ღრძილებისა და ყელის ტკივილის სამკურნალოდ.

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1425
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია