დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ეკლესიის განცხადებით, ახალი ID ბარათები „ანტიქრისტეს ბეჭედი“ არ არის
2012/07/09 11:17:36

საქართველოს წმინდა სინოდის განაცხადებით, ახალი ელექტრონული ID ბარათები, რომელიც თანდათან ჩაანაცვლებს ძველ პირადობის მოწმობებს, არ არის „ანტიქრისტეს ბეჭედი“.

„სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი“, – ნათქვამია წმინდა სინოდის მიერ 5 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

მას შემდეგ, რაც ერთ წლის წინ ეს ბარათები პირველად შემოვიდა, ზოგიერთი მართლმადიდებლური ჯგუფები აქტიურ კამპანიას ახორციელებდა იმ მიზნით, რომ მათ, ვისაც არ სურდათ ახალი ბარათების აღება, ალტერნატიული დოკუმენტების აღების უფლება ჰქონოდათ. დეკემბერში წმინდა სინოდმა ამ საკითხის შესწავლის მიზნით კომისია ჩამოაყალიბა.      

წმინდა სინოდმა სთხოვა მთავრობას „თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნეს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები“.  ახალი ID ბარათების დაუყონებლივ აღება სავალდებულო არ არის. ძველი პირადობის მოწმობის მფლობელებს ახლის აღება მაშინაც შეუძლიათ, როდესაც მათ ძველ ბარათებს ვადა გაუვა.   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია