დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი მარგველაშვილი – „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი
2013/05/11 17:41:21

კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იქნება.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანა.

პრემიერის განცხადებით, პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო და სხვა კანდიდატურა არც განხილულა.

„გადაწყვეტილება ერთსულოვნად მივიღეთ, შესაბამისად, დღეს სხვა კანდიდატები აღარ განხილულა, თუ ერთ კანდიდატზე ყველა თანახმაა, სხვაზე რაღატომ უნდა ილაპარაკო,”- აღნიშნა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ალასანიას ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტრო აქვს ჩაბარებული და იქ გააგრძელებს მუშაობას.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საზოგადოების ნაწილის მიერ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებოდა, პრემიერმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილი მისი  გუნდის წევრი არ არის.

„სალომე ზურაბიშვილი არ არის ჩვენი გუნდის წევრი, თუმცა მას ჰქონდა მცდელობა და დღესაც აქვს. მას რამდენჯერმე შევხვდი და, მათ შორის, დღესაც გვქონდა შეხვედრა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სურვილი მაქვს კოალიცის გარეთ მესამე პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს,”- აღნიშნა პრემიერმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია