დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რას ნიშნავს ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლება?
2013/01/24 12:49:15

ბიძინა ივანიშვილი: "მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც შეიძლება, ნებისმიერ პოლიტიკოსს მოუვიდეს"

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებამ, ვიცე-პრემიერობიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლების თაობაზე, საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა. ალასანიამ ინფორმაცია ივანიშვილთან მომხდარი მწვავე საუბრის შესახებ პირველად ეკა კვესიტაძის გადაცემაში „აქცენტები“ გააჟღერა, უკვე გახმაურებულ ფაქტს დავოსიდან გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, რომელიც იქ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ალასანიას „ელემენტარული შეცდომა“ მოუვიდა, როცა საკუთარ გუნდში დაიწყო პრეზიდენტობის შესახებ კონსულტაციების გამართვა.

„პირველი და რაც ყველაზე მთავარია, რა ურთიერთობაც მქონდა მე ალასანიასთან აბსოლუტურად იგივე რჩება და ვინარჩუნებთ ამ ურთიერთობას. მთავრობის სხდომის შემდგომ, როდესაც ეს საუბარი გვქონდა საჯაროდ, მე და ირაკლიმ რამდენჯერმე ვისაუბრეთ და იგი გაგებით მოეკიდა იმას, რაც მოხდა და მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც შეიძლება, ნებისმიერ პოლიტიკოსს მოუვიდეს. მან მოახერხა და თავის გუნდში, ვიწრო წრეში დაიწყო განხილვა და არა წამოაყენა თავი პრეზიდენტად. მერე მოხდა ისე, როგორც ხდება საქართველოში, ვიწრო წრეში ნათქვამი თითოეულმა რამდენიმე კაცს უთხრა და გავიდა და დასრულდა იმით, რომ ამას ერევანში მეკითხებოდნენ ჟურნალისტები", - განაცხადა ივანიშვილმა.

"როცა მე ასე ფრთხილად ვექცეოდი საკუთარი პარტიის განვითარებასაც, ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა, რომ საკუთარ გუნდთან დაიწყო განხილვა. ამ გუნდმა ეს ინფორმაცია გაიტანა და რეგიონებში გავრცელდა ხმები ისე თითქოს, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და პრეზიდენტი ირაკლი ალასანია იქნება. ადრეც მითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ, რომ კოალიციაში პრეზიდენტობის კანდიდატის განხილვა არ დაწყებულა და ეს დაიწყება გვიან", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ის, რომ ირაკლი ალსანიამ ვიცე-პრემიერის პოსტი დაკარგა იმ რეგიონებისთვის იქნება გასაგები, რომ ყველაფერი ნორმაშია, რომ ჯერ არავის არავინ არ აურჩევია, რომ კოალიცია არის ერთიანი და ირაკლი ალასანია გუნდის წევრი.“– აცხადებს ივანიშვილი

ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის ფუნქციაბი ჩამორთმევას სხვა მინისტრები მიუღებლად არ თვლიან. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, თუ იუსტიციის მინისტრი შეცდომას დაუშვებს, პრემიერს აქვს უფლება ის საჯაროდ გაკიცხოს.

ალასანიას გადაყენებას ვიცე პრემიერობიდან წულუკიანი მისთვის დიდი ტვირთის შემსუბუქუბით ხსნის: „რამდენიმე ხანია ამაზე საუბარი მიმდინარეობდა, რომ ირაკლი ალასანიას ისეთი დიდი ტვირთი და მისია აკისრია, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქართულ ჯარზე ზრუნვა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა. აქედან გამომდინარე, პრემიერმა მასთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ მას მოხსნოდა ზედმეტი ტვირთი, რაც ვიცე-პრემიერობაა. ესაა, რაც მე ვიცი, თუ ორ ადამიანს შორის ერთი-ერთზე შეხვედრა და ე.წ. მძიმე საუბრები იყო, ეს ჩემთვის ცნობილი არაა და ამ ერთი-ერთზე ნასაუბრები დიალოგიდან, თუ აზრთა გაცვლა-გამოცვლიდან, მე არაფერი ვიცი და რომც ვიცოდე, ეს არაა ჩემი როლი, რომ ამაზე საჯაროდ ვილაპარაკო. თავდაცვის მინისტრმა და პრემიერმა კომენტარები უკვე გააკეთეს", - განაცხადა წულუკიანმა.
ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ალასანიას უფლემამოსილების შეზღუდვა საგანგაშო ნიშანია, ვინაიდან ალასანია ივანიშვილის კოალიციაში ყველაზე დასავლურ პოლიტიკოსად მოიაზრებოდა და მისი გადაყენება გარკვეულ კითხვებს ბადებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1402
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია