საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იაპონიის კულტურის ატაშე შოთა მურღულიას შეხვდა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/10 15:19:41

ქუთაისს იაპონიის საელჩოს კულტურის ატაშე მორიჰიკო ნაკაჯიმა სტუმრობს. იგი დღეს ქალაქის მერს, შოთა მურღულიას შეხვდა.


მორიჰიკო ნაკაჯიმა და შოთა მურღულია  ქუთაისში დეკემბრის თვეში იაპონური ტრადიციული თეარტის,  „კაბუკის“  მიერ დაგეგმილი სპექტაკლის წარმოდგენის გამართვაზე შეთანხმდნენ.


„მერი სიამოვნებით დაგვთანხმდა ქუთაისში სპექტაკლის გამართვაზე და იმედი გვაქვს, ჩვენი თეატრის წარმოდგენა წარმატებით ჩაივლის,"–განაცხადა აპონიის საელჩოს კულტურის ატაშე მორიჰიკო ნაკაჯიმამ.


სპექტაკლი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში 5 დეკემბერს გაიმართება. როგორც მორიჰიკო ნაკაჯიმამ აღნიშნა, ქუთაისს  მხოლოდ მინი „კაბუკი" ესტუმრება, რადგან „კაბუკის"  წევრების სრული შემადგენლობის საქართველოში წამოყვანა ფიზიკურად შეუძლებელია.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1946
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია