დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პა­ნო­რა­მა
2012/09/10 14:38:08

ვინ მო­ნა­წი­ლეობს 1 ოქ­ტომბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებში?

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის (ცეს­კო) მო­ნა­ცე­მებით, 2012 წლის 1 ოქ­ტომბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებში მო­ნა­წი­ლეობისათ­ვის და­რე­გის­ტრი­რებულია 14 პარ­ტია და 2 სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი. არ­ჩევ­ნებში მო­ნა­წი­ლეობენ შემ­დე­გი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიები: პ/გ „კახა კუ­კა­ვა - თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი - 1);  „ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია“ (4); „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობა - მე­ტი სარ­გებელი ხალხს“ (5); „სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ (9); „სახალხო მოძ­რაობა“ (17); „თა­ვი­სუფ­ლება - ზვი­ად გამ­სახურ­დი­ას გზა“ (19); პ/გ „ჯონ­დი ბაღა­თუ­რია - ქარ­თუ­ლი და­სი“ (23); პ/გ „ახალი მე­მარჯვე­ნეები“ (24); „სახალხო პარ­ტია“ (26); „მე­რაბ კოს­ტა­ვას სა­ზო­გა­დოება“ (30); „მო­მა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ (35); „სა­ქარ­თვე­ლოს მშრო­მელ­თა  საბჭო“  (36);   „შალ­ვა  ნა­თე­ლაშ­ვი­ლი  - სა­ქარ­თვე­ლოს ლეიბორის­ტუ­ლი პარ­ტია“ (38);   „სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტსმენ­თა კავ­ში­რი“ (40); ორი სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: „გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე - ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­ერ­თი­ა­ნება“,  რო­მელ­შიც შე­დი­ან „ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რაობა“ და „სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პე­ლი დე­მოკ­რა­ტები“ (სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი - 10); „ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი ოც­ნება“ - „ქარ­თუ­ლი ოც­ნება - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“(საარჩევნო ნომერი 41); სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ა, „მრეწ­ვე­ლობა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს,“ სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბლი­კუ­რი პარ­ტი­ა, „ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო - თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტები,“  „ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი.“ 

 

პარ­ტი­უ­ლი სიები

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მო­ნა­ცე­მებით, პარ­ტი­უ­ლი სიები და მაჟორი­ტა­რობის კან­დი­და­ტები ყვე­ლა რე­გის­ტრი­რებულ­მა სა­არ­ჩევ­ნო სუბიექ­ტმა წა­რად­გი­ნა. ამჯერად მკითხველს ვთა­ვა­ზობთ მო­ნა­ცე­მებს ოქტომბრის არ­ჩევ­ნების მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შეების - მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ სა­არ­ჩევ­ნო სიებზე.

მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სი­ა­ში 155 კან­დი­და­ტია და სი­ის პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლი შემ­დეგ­ნა­ი­რად არის და­კომ­პლექ­ტებული: 1. და­ვით ბაქ­რა­ძე; 2. პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი; 3. გი­ორ­გი ბარა­მი­ძე; 4. თი­ნა­თინ ბოკუ­ჩა­ვა; 5. გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძე; 6. ჩი­ო­რა თაქ­თა­ქიშ­ვი­ლი; 7. მიხეილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი; 8. გი­ორ­გი ვა­შა­ძე; 9. და­ვით საყვა­რე­ლი­ძე; 10. მა­რი­ამ საჯაია; 11. გო­კა გაბაშ­ვი­ლი; 12. ზუ­რაბ ჯაფა­რი­ძე; 13. სერ­გო რა­ტი­ა­ნი; 14. გი­ორ­გი ოჩი­ა­უ­რი; 15. ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძე; 16. ირ­მა ნა­დი­რაშ­ვი­ლი; 17. გი­გი წე­რე­თე­ლი; 18. პავ­ლე კუბლაშ­ვი­ლი; 19. გი­ორ­გი კარბელაშ­ვი­ლი; 20. რა­მაზ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი.

ნაც­მოძ­რაობის პარ­ტი­ულ სი­ა­ში, ასე­ვე, მოხვდნენ: ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი (რო­მე­ლიც ამჟამად კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის თავმჯდო­მა­რეა), აკა­კი ბობოხიძე, კობა სუბელი­ა­ნი, ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი, ეკა ხერხეუ­ლი­ძე, და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი და სხვები.

რაც შეხება სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის „ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი ოც­ნებას“  საარ­ჩევ­ნო სი­ას, მას­ში 200 კან­დი­და­ტია, სი­ის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი კი ყოფი­ლი ფეხბურ­თე­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რების კა­პი­ტა­ნი - კახა კა­ლა­ძეა,  რო­მე­ლიც  ამჟამად „პროგ­რესბან­კის“  სა­მეთ­ვალყურეო საბჭოს წევ­რია. ბლო­კის წევ­რთა შო­რის ად­გი­ლები ასე გა­და­ნა­წილ­და: „ქარ­თუ­ლი ოც­ნება - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ - 97 ად­გი­ლი; „ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო - თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტები“ - 20 ად­გი­ლი; სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბლი­კუ­რი პარ­ტია - 20 ად­გი­ლი; „ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი“ - 20 ად­გი­ლი; „მრეწ­ვე­ლობა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს“ - 19 ად­გი­ლი; სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტია - 18 ად­გი­ლი; „ხალხის პარ­ტია“ - 1 ად­გი­ლი; „სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტები-სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რებისათ­ვის“ - 1 ად­გი­ლი; სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა პარ­ტია - 1 ად­გი­ლი; უპარ­ტიო - 3 ად­გი­ლი.

მაჟორი­ტარ კან­დი­დატ­თა სი­ა­ში ად­გი­ლები ასე გა­და­ნა­წილ­და: „ქარ­თუ­ლი ოც­ნება - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ - 47 ად­გი­ლი; „ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო - თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტები“ - 10 ად­გი­ლი; სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბლი­კუ­რი პარ­ტია - 6 ად­გი­ლი; „ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი“ - 5 ად­გი­ლი; სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტია - 3 ად­გი­ლი; უპარ­ტიო - 2 ად­გი­ლი.

 რაც შეეხება სი­ის ოცე­ულს, ის ასე გა­მოიყურება:  1. კახა კა­ლა­ძე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნება-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“; 2. მა­ნა­ნა კობახიძე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნება-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“;  3. ირაკ­ლი ალა­სა­ნია, „ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო-თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტები“; 4. და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბლი­კუ­რი პარ­ტია; 5. გუბაზ სა­ნი­კი­ძე, „ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი“; 6. გი­ორ­გი თო­ფა­ძე, „მრეწ­ვე­ლობა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს“ ; 7. ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი, „სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტია“;  8. ივა­ნე კი­ღუ­რა­ძე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნება-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“; 9. და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე,  „ქარ­თუ­ლი ოც­ნება-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“; 10.  ირაკ­ლი ღა­რიბაშ­ვი­ლი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნება-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“; 11. კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი, „ხალხის პარ­ტია“; 12. გია ჟორჟოლი­ა­ნი, „სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტები-სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რებისათ­ვის“; 13. გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე,   სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა პარ­ტია;  14. მა­ია ფანჯიკი­ძე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნება - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“; 15. და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბლი­კუ­რი პარ­ტია; 16. ნო­დარ ხადუ­რი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნება-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“; 17. ნი­ნო გო­გუ­ა­ძე, „ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო-თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტები“; 18. გე­ლა ხვე­დე­ლი­ძე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნება-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“; 19. გი­ორ­გი ხეჩი­ნაშ­ვი­ლი, „ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი“; 20. თე­დო ჯაფა­რი­ძე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნება-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“.

 

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო

ოქ­ტომბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნები საკ­მა­ოდ და­ძაბულ გა­რე­მო­ში ტარ­დება. სახელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სახურ­მა, რო­მე­ლიც  კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის შე­მად­გენ­ლობაში შე­დის, არა­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია დააჯარი­მა უკა­ნო­ნო შე­მო­წი­რუ­ლობების განხორ­ცი­ე­ლებისათ­ვის, ძი­რი­თა­დად - ოპი­ზი­ცი­უ­რი პარ­ტიები. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ჯარი­მა, რო­გორც მი­ლი­არ­დერს შე­ე­ფე­რება, კო­ა­ლი­ცია        „ქარ­თუ­ლი ოც­ნების ლი­დერს - ბატონ ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვილს „ერ­გო.“

თუმ­ცა, რო­დე­საც და­იწყო საუბარი მე­დი­ა­ში, რომ უკა­ნო­ნო შე­მომ­წირ­ვე­ლები მმარ­თველ ძა­ლა­საც ჰყავს, აუ­დი­ტის სამ­სახურ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობაც“ შე­ა­მოწ­მა და და­ად­გი­ნა, რომ მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ 315 000 ლა­რის ოდე­ნობით უკა­ნო­ნო შე­მო­წი­რუ­ლობა მი­ი­ღო და მას ამ თანხის შე­მომ­წირ­ვე­ლების­თვის დაბრუ­ნება და­ა­ვა­ლა.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მებით, 315000 ლა­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის მთლი­ა­ნი შე­მო­წი­რუ­ლობების 1.9%-ია. სა­ერ­თო ჯამ­ში, პარ­ტი­ამ იან­ვრი­დან 8 აგ­ვის­ტომ­დე პე­რი­ო­დის ჩათ­ვლით 700 ფი­ზი­კუ­რი პი­რის­გან 16.65 მი­ლი­ო­ნი ლა­რის შე­მო­წი­რუ­ლობა მი­ი­ღო.

არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლობა - სა­ქარ­თვე­ლოს“ მო­ნა­ცე­მებით, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში (1 აგ­ვის­ტო­დან)  სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებლობის რამ­დე­ნი­მე ტი­პის დარ­ღვე­ვა გა­მო­იკ­ვე­თა:

საჯარო მო­სამ­სახურეების მი­ერ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­­ში უკა­ნო­ნო მო­ნა­წი­ლეობა - მა­გა­ლი­თად, კუ­რორტ ბახმა­რო­ში, დღე­სას­წა­ულ­ზე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლები „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ სიმბოლი­კი­ა­ნი მა­ი­სუ­რით გა­და­ად­გილ­დებოდ­ნენ, რაც მო­სახლეობისათ­ვის აგი­ტა­ცი­ად აღიქ­მება.

ამომ­რჩევ­ლის მოსყიდ­ვა, რო­მე­ლიც არა მარ­ტო სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით იკ­რძა­ლება, არა­მედ სისხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი­ცაა; „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლობა - სა­ქარ­თვე­ლოს“ მო­ნა­ცე­მებით ასე­თი დარ­ღვე­ვა იკ­ვე­თება 12 აგ­ვის­ტოს დიდ­გო­რობის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რებულ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ მი­ერ გა­მარ­თულ ღო­ნის­ძიებაზე, სა­დაც პარ­ტი­ის ხარჯით მა­სობრი­ვი სად­ღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა გა­ი­შა­ლა. მას ეს­წრებოდ­ნენ, რო­გორც პარ­ტი­ის აქ­ტი­ვის­ტები, ისე რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქეებიც. მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ღო­ნის­ძიება ტარ­დებოდა საჯარო ად­გი­ლას, ამ ღო­ნის­ძიებაზე მოხვედ­რა მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის შეზ­ღუ­დუ­ლი იყო და დას­წრება სპე­ცი­ა­ლუ­რი სიებით ხდებოდა, ხოლო სი­ის მიხედ­ვით შემ­სვლე­ლებს აკონ­ტრო­ლებდნენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის, კერ­ძოდ, პო­ლი­ცი­ის დახმა­რებით.

ასე­ვე, 25 აგ­ვის­ტოს დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩარ­გალ­ში  გა­მარ­თულ ვაჟაობის დღე­სას­წა­ულ­ზე „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტობის კან­დი­დატ­მა - ზუ­რაბ ოტი­აშ­ვილ­მა ღო­ნის­ძიების ერთ-ერთ მო­ნა­წი­ლეს - გი­ორ­გი ბასი­ლაშ­ვილს პირ­და­პირ სცე­ნა­ზე გა­დას­ცა 500 ლა­რი. რო­გორც „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლობა“ აცხადებს, ასე­თი ქმე­დება განხილუ­ლი უნ­და იქ­ნეს, რო­გორც ამომ­რჩევ­ლის მოსყიდ­ვა, რის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებლობით გათ­ვა­ლის­წი­ნებულია სამ წლამ­დე პა­ტიმ­რობა და სა­არ­ჩევ­ნო სუბიექ­ტის რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხსნა.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ლი რე­სურ­სების გა­მოყენება: 15 აგ­ვის­ტოს ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­პა­ნებში, სახელ­მწი­ფო ბიუჯეტით და­ფი­ნან­სებული „სოფ­ლის პროგ­რა­მის“ ფარ­გლებში სოფ­ლის გზის რეაბილი­ტა­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე მუ­შები თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნობას „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ მა­ი­სუ­რებში ჩაც­მუ­ლები ახორ­ცი­ე­ლებდნენ. ამ ფაქტს ად­გი­ლობრი­ვი მო­ქა­ლა­ქეებიც ადას­ტუ­რებენ.

„ასე­თი ქმე­დება გათ­ვა­ლის­წი­ნებულია სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის 48-ე მუხლში, რო­მე­ლიც კრძა­ლავს სახელ­მწი­ფო და ად­გი­ლობრი­ვი ბიუჯეტით და­ფი­ნან­სებული პრო­ექ­ტების სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნით გა­მოყენებას. ამ  შემთხვე­ვა­ში ცალ­სახაა სახელ­მწი­ფო ბიუჯეტით და­ფი­ნან­სებული „სოფ­ლის პროგ­რა­მის“ გა­მოყენება პარ­ტი­უ­ლი მიზ­ნებით“ - ნათ­ქვა­მია „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლობა - სა­ქარ­თვე­ლოს“ ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყნებ­ულ განცხადებაში.

მსგავ­სი ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და თე­ლავ­ში, სა­დაც „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ მა­ი­სუ­რებში ჩაც­მუ­ლი ადა­მი­ა­ნები მო­სახლეობას სახელ­მწი­ფოს მი­ერ გა­მოყოფილ დახმა­რებას (ფქვი­ლი, ზე­თი, მა­კა­რო­ნი, სა­რეცხი ფხვნი­ლი) ური­გებდნენ, რი­თაც ხდებოდა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სების პარ­ტი­ის სა­სარ­გებლოდ გა­მოყენება.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სების გა­მოყენების თე­მის გაგ­რძე­ლებაა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რებები...

 

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რებები...

არ­ჩევ­ნებამ­დე ნების­მი­ერი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია „გუ­ლუხვია“ და­პი­რებებში, თუმ­ცა ყვე­ლას მა­ინც მმარ­თვე­ლი პარ­ტია „სჯობნის“. მა­გა­ლი­თად, ათას­ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი, რო­მელ­საც თი­თო­ე­უ­ლი ოჯახი მი­ი­ღებს, ოღონდ ოთხი წლის გან­მავ­ლობაში; აღარ არის საუბარი გზების გაყვა­ნა­სა და შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­თან შე­და­რებაზე.  მთავ­რობის მი­ერ გა­კე­თებული ნების­მი­ე­რი საქ­მე, პრაქ­ტი­კუ­ლად, ავ­ტო­მა­ტუ­რად მი­ე­წე­რება „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რაობას,“ რო­მელ­საც შემ­დე­გი სა­არ­ჩევ­ნო სახელ­წო­დება აქვს - „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობა - მე­ტი სარ­გებელი ხალხს.“

2012 წლის ივ­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობამ სა­ზო­გა­დოებას (პრაქ­ტი­კუ­ლად - ამომ­რჩე­ველს) ახალი  სამ­თავ­რობო   პროგ­რა­მა  - „მე­ტი სარ­გებელი ხალხს“ წა­რუდ­გი­ნა. პროგ­რა­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მიზ­ნებია - სა­მუ­შაო ად­გი­ლების შექ­მნა, სო­ცი­ა­ლუ­რი დახმა­რებების ზრდა და ა.შ. აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მას დღემ­დე არა­ერ­თი სამ­თავ­რობო სა­რეკ­ლა­მო აქ­ცია თუ ღო­ნის­ძიება ეძ­ღვნება, რო­მელ­თა და­ფი­ნან­სებაც სახელ­მწი­ფო ბიუჯეტი­დან ხდება.

„გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­არ­ჩევ­ნო სუბიექ­ტმა - „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობა - მე­ტი სარ­გებელი ხალხს“ - და­ირ­ქვა სამ­თავ­რობო პროგ­რა­მის სახელი, რო­მე­ლიც, ასე­ვე მთავ­რობის მთა­ვა­რი დე­ვი­ზი და ლო­ზუნ­გი­ა, ამომ­რჩევ­ლის­თვის თით­ქმის შე­უძ­ლებელი გახდა მთავ­რობისა და პარ­ტი­ის ერ­თმა­ნე­თი­სა­გან მკა­ფიო გა­მიჯვნა...   სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობის მი­ერ ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებში რეკ­ლა­მების თუ აქ­ციების მოწყობა, შე­საძ­ლოა, განხილულ იქ­ნეს, რო­გორც პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ მი­ერ მთავ­რობის­გან უსასყიდ­ლოდ მი­ღებული არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლობა, ხოლო სო­ცი­ა­ლუ­რი დახმა­რებები თუ მთავ­რობის და­ფი­ნან­სებული სხვა პრო­ექ­ტები, ღო­ნის­ძიებები - მთავ­რობის მი­ერ ხსე­ნებული პარ­ტი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­ცე­მუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ან არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლობა,“ - აცხადებს „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლობა - სა­ქარ­თვე­ლო.“

არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცია მი­იჩ­ნევს, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია ამით კა­ნონს არ­ღვევს. კერ­ძოდ, „პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნებების შე­სახებ“ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის 26-ე მუხლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის „ბ“ ქვე­პუნ­ქტის თა­ნახმად, სახელ­მწი­ფოს მხრი­დან პარ­ტი­ის სა­სარ­გებლოდ შე­მო­წი­რუ­ლობის განხორ­ცი­ე­ლება აკ­რძა­ლუ­ლია. სახელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სახურ­მა კი, რო­მე­ლიც გა­მა­დი­დებელი შუ­შით აკ­ვირ­დება ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტიებს, მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მი­ერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ასე­თი ტრი­უ­კების გა­მოყენებაში კა­ნონ­დარ­ღვე­ვა ვერ და­ი­ნახა.

რაც შეეხება ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტიების წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რებებს, ისი­ნი მხოლოდ სა­კუ­თა­რი ძა­ლებით გა­დი­ან ფონს. მა­გა­ლი­თად, მი­ლი­არ­დე­ლი ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ერთ-ერ­თი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გზავ­ნი­ლი (გარ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელი­სუფ­ლების დე­მონ­ტაჟისა) არის მი­ლი­არ­დის ჩა­დება სოფ­ლის მე­ურ­ნეობაში. 

ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რაობის სა­არ­ჩევ­ნო ლო­ზუნ­გი კი ასე­თია - „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა თაობისათ­ვის! შვი­ლებს - გა­ნათ­ლება, მშობლებს - და­საქ­მება, პენ­სი­ონ­რებს - და­ფა­სება.“

სა­ქარ­თვე­ლოს ლეიბორის­ტულ­ პარ­ტი­ას საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რი მთა­ვა­რი ლო­ზუნ­გი აქვს - „მდი­დარს ვარ­თმევ, ღა­რიბს ვაძ­ლევ!“ მშრო­მელ­თა პარ­ტი­ის ლი­დე­რების რი­ტო­რი­კი­დან შე­იძ­ლება და­ვას­კვნათ, რომ  წა­სარ­თმევ­თა რი­გებში მხოლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი არა, ბატო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლიც მო­ი­აზ­რება. პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა განცხადებით ამ ლო­ზუნ­გის განხორ­ცი­ე­ლებას ისი­ნი გა­და­სახადების მეშ­ვეობით აპი­რებენ.

მაშ, ასე: წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო წამ­მზო­მი ჩარ­თუ­ლია და წი­წი­ლებს შე­მოდ­გო­მა­ზე - 1 ოქ­ტომბერს და­ით­ვლი­ან. მკითხველს უფ­რო დაწ­ვრი­ლებით წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სების ანა­ლიზს გა­ზე­თი „P.S.“ მომ­დევ­ნო ნომ­რებში შეს­თა­ვა­ზებს, რა­თა ინ­ფორ­მი­რებულ ამომ­რჩე­ველს გა­უ­ად­ვილ­დეს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1365
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია