დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სოლიდარობა ტყიბულს“ - აქცია ქუთაისში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/04/06 15:39:48

„სოლიდარობა ტყიბულს“ - ასეთი ლოზუნგით გაიმართა აქცია ქუთაისში, სადაც ტყიბულში მომხდარი ტრაგედია გააპროტესტეს.

 

როგორც აქციის ორგანიზატორი ლაშა მესხი ამბობს:  „ ეს არის მდუმარე აქცია, ქუთაისი სოლიდარობას უცხადებს ტყიბულს , თბილისშიც იქნება აქცია და ზოგადად მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს, ქართველი ხალხის გამო. ეს არის წარმოუდგენლად მძიმე შემთხვევა, ექვსი სიცოცხლით სავსე ადამიანი დავკარგეთ, ეს ტრაგიკული, საშინელი შემთხვევები უნდა დასრულდეს, შრომა უნდა იყოს უსაფრთხო, აქ არანაირ პოლიტიკურ გემოვნებაზე საუბარი არ არის იმიტომ, რომ ჩვენ გვეხება. ეს ადამიანები ჩვენ გვაკლდებიან ,ამ ადამიანების დაკოჟრილ ხელებზე დგას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა,ერთხელ და სამუდამოდ ეს განუკითხაობა,სამუშაო ადგილებზე უნდა დასრულდეს.“

 

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ასევე აღნიშნავს, რომ შრომითი უფლებები უნდა იყოს დაცული. გიორგი გველესიანის თქმით: „ვაპროტესტებთ შრომით კანონმდებლობას,გამომდინარე იქედან, რომ დაუცველები არიან,მთავრობა უნდა ჩაერიოს მათი უფლებების დასაცავად. ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები შევიკრიბეთ იმისთის, რომ გავიზიაროთ ეს უბედურება და დავგმოთ მთვარობის დამოკიდებულება მათ მიმართ.“

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1276
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია