დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა
2012/09/27 12:01:01

ქუთაისის დავით აღმაშენებლოს საერთაშორისო აეროპორტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. აეროპორტში პირველი ავიარეისი უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა შესრულა.

როგორც აეროპორტის გახსნისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, აეროპორტი გამოყენებული იქნება ერთგვარ ცენტრად, საიდანაც სხვადასხვა საერთაშორისო ავიაკომპანიები აზიისა და ევროპის მიმართულებით იფრენენ.

ქუთაისის დავით აღმაშენებლოს საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები შესრულდება ბრიუსელის, თელ-ავივის, მინსკს მიმართულებით, გაიზრდება ასევე კიევის მიმართულებით რეისების რაოდენობაც.

ახალ აეროპორტში ავიარეისები კიევის საბაზო აეროპორტიდან (ჟულიანი) კვირაში სამჯერ განხორცელდება. როგორც ცნობილია, კიევი-ქუთაისის რეისსზე ბილეთების ღირებულება 22 ევროდან დაიწყება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ გარდა Wizz Air-ისა, 2012 წლის ბოლოდან ქუთაისიდან ფრენებს განახორციეებენ „ბელავია“ და „სიბირი“.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია