დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვიტალი ბოჭორიშვილმა საკრებულოს „კუდს“ მიუსწრო
2009/11/30 11:42:25

25 ნოემბერს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხაში ერთ-ერთი, უფრო სწორად - პირველი საკითხი საკრებულოს ახალი წევრის დამტკიცება გახლდათ.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნებულ მერაბ მეშველიანს საკრებულოში აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გადმობარგებული, ტრანსპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ვიტალი ბოჭორიშვილი ჩაენაცვლა.

მართალია, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე მისმა რესპუბლიკელმა წევრმა ვლადიმერ ნაკაშიძემ განსახილველი საკითხებისთვის კომისიის ყველა დასკვნა მოითხოვა და იქვე განმარტა, რომ ამას კანონი ავალდებულებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ყველა გადაწყვეტილება უკანონოა, მაგრამ კანონიდან მის ამ ამონარიდს საკრებულოს ნაციონალური ფრთისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ყველა საკითხისთვის ერთხმად აეწიათ ხელი. ახალი კოლეგის შემოსვლასაც ასევე ერთხმად შეხვდნენ.

ახალი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ბატონმა ვიტალიმ საკრებულოს მუშაობის „კუდს“ მიუსწრო, თუმცა, საპატიო თანამდებობა მაინც ერგო: ის, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედაც აირჩიეს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია