დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„თავისუფალი საქართველო“: „პარლამენს პატიმრებს აშენებინებენ...“
2012/04/11 17:05:15

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ბიუროს ლიდერმა გოგი წულაიმ დღეს ქუთაისში მორიგი ბრიფინგი გამართა. მან ქუთაისის პარლამენტის მშენებლობისას არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა პატიმარია და მათ,  სასჯელზე რამდენიმე თვის მოკლების სანაცვლოდ, დღეღამის განმავლობაში 24 საათი სრულიად უანგაროდ ამუშავებენ.

„პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა პატიმრები არიან, მათ ამუშავებენ იმის ხათრით, რომ სასჯელზე რამდენიმე თვე მოუკლონ.  სააკაშვილის მმართველობა სტალინის მმართველობას მაგონებს. ყოველივე ამის შემდეგ როგორი იქნება ახლადაშენებული პარლამენტი, ხომ წარმოგიდგენიათ? როცა არაპროფესიონალ პატიმრებს იძულებით აშენებინებენ შენობას,“ - გოგი წულაია.

როგორც წულაია ამბობს, ეს პატიმრების უფლებების უხეში დარღვევაა.

სამწუხაროდ, „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ლიდერმა ვერცერთი კონკრეტული ფაქტის დასახელება ვერ შეძლო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1430
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია