დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/04/17 11:03:50

 

 

 22 აპრილის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.


რეგისტრაცია წარმატებით მიმდინარეობს მცხეთის რაიონში მდებარე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯ, სადაც ძირითადად სოფლის მეურნეობის მიმართულების სპეციალობები ისწავლება.  კოლეჯს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე ეწვივნენ, სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს და სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდნენ.  


სოფელ წინამძღვრიანთკარში, პროფესიული სასწავლებლის სრული რეაბილიტაცია გასულ წელს განხორციელდა და აღსდგა საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის ილია წინამძღვრიშვილის მიერ 1883 წელს, საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით, გახსნილი სასოფლო–სამეურნეო სასწავლებელი. ამ ეტაპზე კოლეჯში ისწავლება  მევენახეობა-მეღვინეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, სატყეო საქმე, ტრაქრორის მემანქანე, კოლეჯში ასევე ისწავლება სტილისტი, მკერავის, ელექტრიკოსის სპეციალობები. კოლეჯს ფილიალები აქვს თიანეთსა და სტეფანწმინდაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1457
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია