დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრესტური
ებრაული მედია თბილისს სტუმრობს (VIDEO)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/01/11 12:08:46

საქართველოს ტურისტული მიმართულების გასაცნობად ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების 15-მდე ჟურნალისტი თბილისს ეწვია. მედიის წარმომადგენლებს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი და ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდნენ. პრესტურში მონაწილეობენ ისრაელის მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე მედია საშუალებები. 


უცხოელი ჟურნალისტებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თემაზე „საქართველოს ტურიზმის პოტენციალი - 2017 " პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში გიორგი ჩოგოვაძემ და იციკ მოშემ საქართველოში მოქმედი ისრაელის ტურისტული კომპანია „დორონ თრეველი“ ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტის შემოყვანისთვის. (20 ათასი ტურისტი წლიურად) სპეციალური სიგელით დააჯილდოვეს. 

 

 სტატისტიკური მონაცემებით, ისრაელიდან საქართველოს 2016 წელს 92213 საერთაშორისო მოგზაურო ეწვია, ზრდა 2015 წელთან შედარებით 55%-ით მეტია. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ ათეულში ისრაელი მე-7 ადგილს იკავებს.

 

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს საქართველოს ისრაელიდან 100 000 ტურისტი ეწვია, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 57%-იან ზრდაზე მიუთითებს


► 2017 წელს აღინიშნება საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი

 

► ისრაელის მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დამყარების თაობაზე ხელი შეუწყო საქართველოსა და ისრაელს შორის მზარდი ტურისტული ნაკადის პოზიტიურ დინამიკას

 

► აღსანიშნავია წარმატებული თანამშრომლობა დარგობრივ უწყებებს შორის; საქართველოსა და ისრაელის პარლამენტებს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრობის ჯგუფებს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობა; თანამშრომლობა საქართველო-ისრაელის რეგიონებსა და ქალაქებს შორის; შესანიშნავი თანამშრომლობის გამოცდილება კულტურისა და განათლების სფეროში; ასევე, მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბაზა, რომელიც მოიცავს 23 მოქმედ შეთანხმებას

 

► 2014 წელს დაფუძნდა საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისია. ერთობლივი ეკონომიკური კომისია წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით ერთობლივი მიზნების მისაღწევად

 

► მნიშვნელოვანია „მაშავის“ (“Mashav”-Israeli Agency for International Development Cooperation) საქმიანობა საქართველოში, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის ისრაელის ფასდაუდებელ გამოცდილებას ქართველი ექსპერტებისათვის

 

► აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ივნისში, ქ. თბილისში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგეგებთან ბრძოლის პროცესში ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც დაუყოვნებლივ გაუწია საქართველოს დახმარება

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2110
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია