დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თერჯოლაში მართლმადიდებლების და იეჰოვას მოწმეების დაპირისპირება გრძელდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/04 14:59:11

 თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მშენებლობა დაპირისპირების მიზეზი გახდა. ერთმანეთს ადგილობრივი მართლმადიდებლები  და იეჰოვას მოწმეები დაუპირისპირდნენ.


როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მუნიციპალიტეტის ცენტრში, ოთხი ძმის ქუჩაზე დაახლოებით ერთი კვირის წინ იეჰოვას მოწმეებმა მშენებლობა დაიწყეს. სადაც, მათივე ინფორმაციით, სპეციალური დარბაზი განთავსდება.


მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, არ დაუშვებენ მსგავსი დარბაზის მშენებლობას, რადგან ის ქრისტიანი მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.


ადგილობრივებმა კი ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, რკინის ჯვარი აღმართეს. თუმცა, როგორც თერჯოლელები აღნიშნავენ, მათ მიერ ჯვრის დადგმას იეჰოვას მოწმეები დასცინიან და აცხადებენ, რომ მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება. რის გამოც მოსახლეობა დღეს 16:00 საათზე კვლავ გეგმავს საპროტესო აქციის გამართვას.


დაპირისპირებაში ადგილობრივი ხელისუფლებაც ჩაერთო. ვინაიდან მშენებლობის ნებართვა თერჯოლის გამგეობამ გასცა, თერჯოლელები პასუხს გამგებლისგან ითხოვენ.  მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით კი საკრებულოს მიმართეს.

 

ამ დროისთვის მშენებლობა შეჩერებულია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია