დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„გაიტანეთ, ბატონებო, გაიტანეთ!“
2010/06/14 13:12:00

რო­გორც იქ­ნა, არ­ჩევ­ნები დას­რულ­და. სწრა­ფად და დი­დი მონ­დო­მებით გა­და­ნა­წილ­და თა­ნამ­დებობებიც. ქუ­თა­ი­სი კი კვლავ პო­ლი­ტი­კურ ეი­ფო­რია­შია სა­არ­ჩევ­ნო პლა­კა­ტების ნარ­ჩე­ნების გა­მო. სახლებისა და სხვადასხვა და­წე­სებულების კედ­ლებზე, პრეს­ტიჟულ თუ არაპ­რეს­ტიჟულ ად­გი­ლებზე (მათ შო­რის - ნაგ­ვის ურ­ნებთან), ხეებსა თუ ელექტ­რობოძებზე შე­მოხვე­ულ-შე­მოხეუ­ლი პლა­კა­ტებით დღე­საც „თავს იწო­ნებს“ ჩვე­ნი ქა­ლა­ქი.

ხში­რი არ­ჩევ­ნებით თავ­მობეზ­რებული ხალხის­თვის ეს „სა­არ­ჩევ­ნო სამ­კა­უ­ლი“ უკ­ვე საკ­მა­ოდ შე­მა­წუხებელ ატ­რიბუტად იქ­ცა. „მოგ­ვა­ცი­ლეთ, მოხსე­ნით, გა­ი­ტა­ნეთ, დაგ­ვა­ვიწყეთ, და­ვი­ღა­ლეთ, დაგ­ვას­ვე­ნეთ!“ - ამ რამ­დე­ნი­მე სიტყვა­ში იკ­ვე­თება ქუ­თა­ი­სელ­თა განწყობა.

„ქუ­თა­ი­სი არა მხოლოდ გან­ვი­თა­რებული ინ­დუს­ტრი­უ­ლი ქა­ლა­ქი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრი უნ­და იყოს, არა­მედ უნი­კა­ლუ­რი ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნაც, რის­თვი­საც მი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­ვი­თა­რებაა აუ­ცი­ლებელი,“  -   ეს   სიტყვები  პრე­ზი­დენ­ტმა  სა­ა­კაშ­ვილ­მა  მა­შინ წარ­მოს­თქვა,  რო­ცა ყუმის­თა­ვის კარ­სტი „პრო­მე­თეს მღვი­მედ“ მო­ნათ­ლა. მი­სი­ვე თქმით, ტუ­რის­ტები ქუ­თა­ის­ში მა­ლე არა მხოლოდ ბაგ­რა­ტის, გე­ლა­თის, ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრის, არა­მედ მსოფ­ლიო მას­შტაბის უნი­კა­ლუ­რი მღვი­მეების და­სათ­ვა­ლი­ერებლად ჩა­მოვ­ლენ.

კი­დევ კარ­გი, ეს „მა­ლე“ დღეს რომ არაა, თო­რემ „ნა­არ­ჩევ­ნებარი“ ქა­ლა­ქი ტუ­რის­ტუ­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლობის­გან ძა­ლი­ან შორ­საა და პრე­ზი­დენ­ტის რეკ­ლა­მაც ან­ტი­რეკ­ლა­მას უფ­რო ჰგავს.

ქუ­თა­ი­სის ქუ­ჩებში ნაფ­ლეთ-ნა­კუ­წებად შე­მორ­ჩე­ნი­ლი, არ­ჩევ­ნებში მო­ნა­წი­ლე კან­დი­დატ­თა სა­რეკ­ლა­მო ფო­ტო­სუ­რა­თები, ალბათ, კარ­გა ხანს შეგ­ვახსე­ნებს 30 მა­ი­სის თვით­მმარ­თვე­ლობის არ­ჩევ­ნებს და არა მხოლოდ მას. კუ­რი­ო­ზებით ცნობილ ქუ­თა­ის­ში არა­ერ­თგან წა­აწყდებით სა­არ­ჩევ­ნო კუ­რი­ო­ზებსაც: ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ცენ­ტრა­ლუ­რი ბაზ­რის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თვალ­ში­სა­ცემ ად­გილ­ზე, ჯერ კი­დევ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნების დრო­ი­დან შე­მორ­ჩე­ნი­ლი გუბაზ სა­ნი­კი­ძე გვი­ღი­მის აწ უკ­ვე გახუნებული სა­არ­ჩევ­ნო პლა­კა­ტებიდან. მის ქვე­მოთ კი ჯერაც „გაუხუნა­რი“ პლა­კა­ტები გვჭრის თვალს.

ქუ­თა­ი­სის კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის უფ­რო­სის, გი­ორ­გი წუ­ლა­ძის განცხადებით, მათ სამ­სახურს სა­რეკ­ლა­მო-სა­არ­ჩევ­ნო ფო­ტო­სუ­რა­თების ნარ­ჩე­ნების­გან ქა­ლა­ქის გა­სუფ­თა­ვება არ ევა­ლება.

„კა­ნო­ნით, ვინც გა­აკ­რა, მან­ვე უნ­და ჩა­მოხსნას. პო­ლი­ტი­კურ პარ­ტიებს ამის­თვის თანხაც ერიცხებათ,“ - ამბობს გი­ორ­გი წუ­ლა­ძე. მი­სი­ვე თქმით, ის, ვინც და­კის­რებულ მო­ვა­ლეობას არ შე­ას­რუ­ლებს, დაჯარიმ­დება, თუმ­ცა რა ოდ­ენობით გა­ნი­საზ­ღვრება ეს ჯარი­მა, მას არ და­უ­კონ­კრე­ტებია.

სა­ოლ­ქო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავმჯდო­მა­რემ ავ­თან­დილ ოსე­ფა­იშ­ვილ­მაც და­ა­დას­ტუ­რა კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის უფ­რო­სის ნათ­ქვა­მი. „რა­ტომ არ ას­რუ­ლებენ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიები ამ ვალ­დებულებას, მათ ჰკითხეთ,“ - გვითხრა ბატონ­მა ოსე­ფა­იშ­ვილ­მა. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ მისი რჩე­ვა და შე­ვე­ცა­დეთ, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიების წარ­მო­მად­გენ­ლებთან გაგ­ვერ­კვია ეს სა­კითხი.

კონ­სერ­ვა­ტო­რებთან და­კავ­ში­რება იმ მი­ზე­ზით ვერ მოხერხდა, რომ „მძი­მე სა­არ­ჩევ­ნო ბატა­ლიების“ შემ­დეგ ოფი­სი გა­მო­კე­ტი­ლია. ალბათ, ის­ვე­ნებენ.

ნა­ცი­ო­ნა­ლების პარ­ტი­ის ოფის­ში კი თა­ვი მო­ი­წო­ნეს იმით, რომ წი­ნა არ­ჩევ­ნების პლა­კა­ტების­გან ქა­ლა­ქი პირ­წმინ­დად გა­ა­სუფ­თა­ვეს, ხოლო ახლა გა­მარჯვებით ტკბებიან და ჯერჯერობით ვერ მო­ი­ცა­ლეს.

თუ პო­ზი­ცია-ოპო­ზი­ცია ასე მშვი­დად გა­ნაგ­რძობს „თვა­ლების ნაბვას“, ქუ­თა­ი­სის ქუ­ჩებში ეს სა­რეკ­ლა­მო პლა­კა­ტები 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს ნამ­დვი­ლად ხელუხლებელი დახვდება.

„ომამ­დე ტან­კის­ტობა“ სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო, რომ „გრე­ლან­დი­ის“ თავ­ში და­ცე­მის პერ­სპექ­ტი­ვას წი­ნას­წარ ვჭვრეტ­დეთ და ვყვი­რო­დეთ: „გა­ი­ტა­ნეთ გრე­ლან­დია!“ თავ­ში არა, მაგ­რამ გულ­ზე ნამ­დვი­ლად ეკა­ლი­ვით გვჩხვლეტს უკ­ვე გა­ზე­პი­რებული გზავ­ნი­ლები და...

„გა­ი­ტა­ნეთ, ბატო­ნებო, გა­ი­ტა­ნეთ!“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1313
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია