დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბაგრატის ტაძარი პატრიარქმა აკურთხა
2012/09/17 13:41:46

ბაგრატის ტაძარში   წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ აღავლინა. პატრიარქმა გასულ კვირას პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას მოუწოდა, მიეღოთ მონაწილეობა წირვა-ლოცვაზე.
პატრიარქისა ამ მოწოდებას პოლიტიკური პარტიების ყველა წარმომადგენელი გამოეხმაურა და ბაგრატის ტაძარში შეიკრიბნენ. ქრისტიან-დემოკრატები, ქართული დასაი, ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ქართული ოცნება ახალი მემარჯვენეები და ლეიბორისტული პარტია. წირვას აგრეთვე დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად.
„ჩვენ ჩამოვედით პატრიარქის მოწოდების საფუძველზე. ეს ტაძარი არის ერთიანობის სიმბოლო.მე მოხარული ვარ, რომ მთავრობამ შეიგნო, ბაგრატის ტაძრის და საერთოდ ტაძრის მოდერნიზაცია. იმედია, მთლიანად ჩამოაშორებენ ლიფტს. ჩვენ გვინდა საქართველოს ერთიანობა და იქნება ერთიანი კიდევაც. ვინც არიან საქართველოს მტრები, ჩვენ მათთან ერთად ვერ ვიქნებით. ეს არის პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტი. ამიტომ დღეს ჩვენ მოვედით არა საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისთვის, არამედ ბაგრატის ტაძრის გახსნაზე დასასწრებად,“ _ განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ
ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, „დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანია ერისთვის. ბაგრატის ტაძარი არის საქართველოს გაერთიანების სიმბოლო. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ და ჩვენმა თაობამ ბაგრატის ტაძარი აქცია ღვთის სახლად და აღადგინა ლიტურგია და არ დავუტოვეთ ჩვენ შემდეგ თაობებს დაკონსერვებული, შუშის კოლბაში ჩასმული. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და წარმატება იმ ქართველის გამარჯვება, რომელიც ამბობდა და იბრძოდა იმისათვის, რომ ბაგრატის ტაძარში უნდა აღვლენილიყო ლოცვა.“  
წირვაზე იმყოფებოდა გიორგი თევდორაძეც: „დღევანდელი დღე არის ეპოქალური ქუთაისისთვის და საქართველოსთვის. საუკუნეები ელოდნენ თაობები ბაგრატის ტაძრის აღდგენის  დიად საქმეს. როგორც ხედავთ, თავისი ბრწყინვალე სახით აღდგენილია ბაგრატის ტაძარი,რაც, ვფიქრობ, ერთგვარი საკრალური მნიშვნელობის ფაქტია ჩვენი ერისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის.“
ბაგრატის ტაძარში ასევე იმყოფებოდა კახა კუკავა: „დღევანდელი დღე, რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებული მოხდა _ არა, მაგრამ ჩვენ მოვედით იმის გამო, რომ მისი უწმინდესობის მოწოდება იყო და მისი უწმინდესობა არის ბოლო ბასტიონი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და ვალდებული ვართ, მის თხოვნას გამოვეხმაუროთ.“

 

წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს პატრიარქმა მრევლს მიმართა:

„დღეს ჩვენ ვართ მომსწრეები უდიდესი სასწაულის. ათეული საუკუნის განმავლობაში ეს ჩვენი უდიდესი სურვილი იყო. ქრისტე აღსდგა! საქართველო აღსდგა! ბაგრატის ტაძარი აღსდგა. ამ დღეს დიდი ხანი ველოდით ყოველი ქართველი და მე დღეს ვარ ბედნიერი, რომ შემიძლია, ბაგრატის ტაძრიდან მოგმართოთ და გითხრათ: ქრისტე აღსდგა. საქართველო აღსდგა! ბაგრატის ტაძარი აღსდგა"

ბაგრატის ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა ასევე მიხეილ სააკაშვილმა: „საქართველოს ჰყავს პატრიარქი, რომელმაც ეროვნული სულისკვეთების გაღვივება და აღდგენა შესძლო. ეს არის ძალიან დიდი აღმშენებლობის პერიოდი, არამხოლოდ ტაძრების და საგანმანათლებლო ცენტრების, არამედ პატრიოტული სულისკვეთების გაღვივების ადგილები, ის, რაც მისი უწმინდესობის საქმიანობას მთელი ეს ათწლეულები ახასიათებდა. მისი საქმიანობა მართლაც არის ქართული ეროვნული სულიერების ბრწყინვალე გამოხატულება და მე ვიტყოდი, რომ ჩვენ გვყავდა ილია ჭავჭავაძე და ჩვენ გვყავს ილია მეორე, რომელმაც ამ ეროვნული სულისკვეთების გაღვივება და აღდგენა შეძლო. მე ასევე მინდა, ყველა მეუფეს მივესალმო და ასევე მათ შორის, მეუფე კალისტრატეს, რომელსაც არ დაუზოგია ძალა და ენერგია ამ ყველაფრის გასაკეთებლად.  მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა მშენებელს, რომელიც დღე და ღამე მუშაობდა,“
ბაგრატის ტაძარში წირვას არ დასწრებია კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.
პატრიარქმა პოლიტიკურ პარტიები და საზოგადობა 23 სექტემბერს ფოთის საკათედრო ტაძრის გახსნაზე მიიპატიჟა.

 

 მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია