დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართლის ძიებაში...
ციხეში უვადო პატიმრები შიმშილობენ, პარლამენტის წინ კი მათი ახლობლების შიმშილობის აქცია იწყება..
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/14 12:09:51

ციხეში კვლავ საპროტესტო განწყობაა, უვდო პატიმრები უკვე ორი კვირა  შიმშილობენ, კვირას პატიმრების  შიმშილობას ახლობლები და ნათესავებიც შეუერთდებიან. პატიმრების აღელვება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც ხარვეზების დამდგენი კომისიის მუშაობის შეჩერება გვამცნო. 

პატიმართა ახლობლები წულუკიანს და ახალ ხელისუფლებას ძველ ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ და სამაართლლიანობის აღდგენას მოითხოვენ. მათი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩააიდენს უკანონობას, ნაციონალური ხელისუფლება თუ ნაოცნებარი, მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჯერ არ დაწყებულა, ამიტომაც ადამიანებში საპროტესტო მუხტი მატულობს.

 

თუკი საპროტესტო აქციებით ვერ მივაღწევთ ჩვენი მოთხოვნების შესრულებას,შემდეგ დავაყენებთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას და ხელისუფლების შეცვლას, -  რადიკალურად არიან განწყობილი პატიმრების ახლობლები.

 

      სვეტლანა ჩვიმიანი (უვადო პატიმრის, ნიაზ ჩვიმიანის,  დედა): 

     _ჩემი შვილი ნიაზ ჩვიმიანი 2004 წლიდან უვადო უკანონო პატიმარია, მას აბრალებენ დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია. სამხედრო სამსახური ახალი დაწყებული ჰქონდა, როცა დააპატიმრეს. ფაქტობრივად, ვანო მერებიშვილსა და მის პრესტიჟს შევეწირეთ. 

 

ჩემი შვილის დაპატიმრების დღიდან ვიბრძვი და  ოპოზიციაში იმიტომ კი არა ვარ, რომ ოპოზიციონერი მერქვას, არამედ - იმიტომ, რომ ჩემი შვილი არის უვადო პატიმარი. 7 ნოემბერს ჩემი ქალიშვილები გაზით მომიწამლეს და რეზინის ტყვიებით კინაღამ მომიკლეს.Dდღეს, როდესაც მთავრობა შეიცვალა, ახალ მთავრობას ვთხოვ, რომ ჩემი უდანაშაულო შვილის საქმეები შეისწავლონ.

 

 ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ უვადო პატიმრებისათვის გრანტი აიღო, ამიტომაც უდანაშაულო ადამიანებს,  დამნაშავენი  იყვნენ თუ არა,  უვადო პატიმრობა დაურიგეს, თითქოს სიგელები დაერიგებინოთ. სააკაშვილმა გრანტი აიღო  და ჯიბეში ჩაიდო, მან სახელმწიფო გაძარცვა. ახლა  კი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს აღარ აქვს იმ პატიმრებისთვის სახსრები, რომლებიც გამართლდებიან, ამიტომაც შეაჩერეს ხარვეზების დამდგენი კომისიის მუშაობა.

 

_ თქვენ მოითხოვთ შვილის უვადო პატიმრობიდან გათავისუფლებას და ასევე კონპენსაციას?


_არა ჩვენ კონპენსაციას არ  ვითხოვთ. ქალბატონმა თეამ განაცხადა, რომ უდანაშაულო პატიმრები სხედან ციხეში, მაგრამ  როცა  გამართლდებიან ისინი, სახელმწიფოს კონპენსაცია აღარ  გააჩნია, რადგან ქვეყანაში კრიზისიაო.

 

 მე არ ვითხოვ კონპენსციას, არამედ -  იმას, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც ჩემი შვილის უდანაშაულობას დაადგენს. ის  სამხედრო პირია, იბრძოდა ცხინვალში, დაჯილდოვებულია ორდენით და შემდეგ თურმე უცაბედად გახდა კრიმინალი... 

 

ჩემს შვილს ორი ადამიანის მკვლელობას აბრალებენ, რომლებიც კოჯორში იპოვეს მკვდარი. იქე იყო  ნაპოვნი მასრები, თავიდან გამოძიება მიჰყავდათ სწორად და შემდეგში ეს არ აწყობდათ მკვლელებს და აცილება მისცეს გარდაბნის პროკურატურას  და შემდეგ  საქმე ჩააბარეს სამმართველოს, სადაც 23 წლის გამომძიებელი დამნაშავეების ჭორებს აჰყვა.  ამის საფუძველზე დაიჭირეს ჩემი შვილი, მოწმემ სამჯერ შეცვალა ჩვენება და მხოლოდ ასეთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე მისცეს ჩემს შვილს უვადო პატიმრობა,  მაშინ, როცა არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა..


_ ახლა თქვენი შვილი შიმშილობს, თქვენ რას მოითხოვთ?


_ თეა წულუკიანს მივმართავთ თხოვნით, იმიტომ დავდექი მათ გვერდით და ის  მოვიყვანე  ხელისუფლებაში,  თავგადადებული  ვიყავი, საციხოდ გავიხადე საქმე, რომ მოსულიყო ისეთი  მთვრობა, რომელიც ჩენს შვილებს  უშველიდა. 

 

მოვითხოვ  ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას, რის გამოც   ჩემმა შვილმა დაიწყო შიმშილობა. მას უხარისხო საკვების და წამლებისაგან დაეწყო დისბაქტერიოზი, მკურნალობის ნაცვლად  კი, შიმშილობს. სხვა არაფერი დამრჩენია, გამოვდივარ ქუჩაში  საშიმშილოდ, მხოლოდ ერთი მოთხოვნით, რომ სასწრაფოდ შეიქმნას   კომისია.

 

  მამუკა აბაიშვილი (ყოფილი პატიმარი):

_ ადეიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შვილი მომიკლეს,  ივანიშვილი კი ადეიშვილს აქებს და მის `კაი ბიჭობაზე~ ლაპარაკობს. ადეიშვილის მოადგილე კობერიძემ, რომელიც ჩემი შვილის მკვლელის ბიძა იყო, ხელი დააფარა მკვლელს. ჩემი შვილის მკვლელები და მისი მშობლები პანაშვიდზე ამოდიოდნენ. ეს რომ მცოდნოდა, მათ ცოცხლებს არ გავუშვებდი, მაგ უნამუსოებს. შემდეგ შემთხვევით გავიგე, ვინც იყვნენ.ორი წელი მიმდინარებდა საამართლო,  მკვდარი შვილი გამიმტყუნეს და დამნაშავეები გაამართლეს, მკვლელს კი ხელი დააფარეს. 

 

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი მკვდარი შვილის დასაცავად ადვოკატიც კი დავიქირავე, რომელისთვისაც  13  ათასი ლარი  მიმაცემინეს.  ადეიშვილს რომ ცუდ კონტექსტში ვახსენებდი, ამის შემდეგ   დევნა დამიწყეს, ვერსად მუშაობა ვერ დავიწყე.

 

2011 წლამდე უკანონოდ  ორჯერ დამაპატიმრეს, 7 წელს მისჯიდნენ, შემდგ საპროცესო გამიფორმეს და ეს რომ გადამეხადა,  სახლი ჩავდე იპოთეკაში, მაგრამ მაინც  5 წელი მოვიხადე   სრულიად უკანონოდ. 

ჩემთვის სამართლიანობა არც ამ ხელისუფლების დროს აღმდგარა, რადგან უკანონოდ დასჯილი დღემდე სამართალს ვერ ვპოულობ. 

 

  ნათელა შარაშენიძე (უვადო პატიმრის, ტარიელ  შარაშენიძის დედა): 

_ ჩემი შვილი  გლდანის საპყრობილეში უვადო პატიმარია და შიმშილობს უკვე ორი კვირაა.  უკანონო უვადო პატიმრებს სამათლიანობის აღდგენა სურთ.  მოვითხოვთ,  გადაიხედოს უაკნონო პატიმრების საქმეები,  თუ რამდენად არის ჩადენილი   დანაშაული. 

 

ის,  რაც თეა წულუკიანმა თქვა, რომ მართალია, სახელმწიფოს ჰყავს  უკანონო  პატიმრები, მაგრამ   კრიზისის გამო ისინი ვერ იხილავენ საქმეებს, მე ვფიქრობ,  ეს არის სახელმწიფო მოხელის მიერ დანაშაულებრივი განაცხადი.

 

 ის აღიარებს, რომ ჰყავს უკანონო პატიმრები(მართალია, წინა ხელისუფლების დროიდან) , მაგრამ  კრიზისის  გამო ვერ ათავისუფლებენ.  თუ რეაგირებას არ მოახდენს დღევანდელი ხელისუფლება უკანონო პატიმრების გასათავისუფლებლად, ეს უფრო მეტი დანაშაულია, უფრო მეტად შეურაცხყოფილი ვართ ის  მშობლები, ვინც ტაში დავუკარით და მოვიყვანეთ ივანიშვილი, წულუკიანი და სხვები.

 

ჩვენ დავუდექით გვერდით ივანიშვილს იმის გამო, რომ სამართლიანობა აღმდგარიყო, მაგრამ ვერ დავინახე სამართლიანობის აღდგენა, ჩემი შვილი ისევ უვადო პატიმარია. ახლა საჯარო მოხელე წულუკიანი აცხადებს, რომ მართალია გვყავს უკანონო პატიმრები, მაგრამ რომ გავამართლოთ, კონპენსაციის თანხა არ გვაქვს ბიუჯეტშიო, ამიტომაც შეაჩერეს გათავისუფლების პროცესი. 

 

წულუკიანი ვაჟკაცი ქალი მგონია და იმას როგორ ამბობს, რომ ვერ გავათავისუფლებთ ფულის გამო? Pპატიმრებს ფული კი არა, თავისუფლება უნდათ, ისინი კომპენსაციაზე უარს ამბობენ, თუU ეგ აქვთ მიზეზი.G სამართლიანობა ვერ დავინახეთ და გადავწყვიტე, დავიწყო შიმშილობა, მეც შევუერთდები ჩემს ავადმყოფ შვილს,  ის ციხეში და მე ქუჩაში ვიშიმშილებ. რად მინდა სიცოცხლე, თუ ჩემს ერთადერთ შვილს, რომელსაც არაფერი ჩაუდენია და უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, ციხეში მომიკლავენ? 

 

_ თქვენი შვილის საქმეს იგივე გამომძიებლები და პროკურორები გამიძიებენ, ვინც უკანონობა პატიმრობა მიუსაჯა?

 

_ დღეს გავიგე, პროკურორი დათო  ხიზანაიძე, რომელმაც ჩემს შვილს და ბევრ სხვას უკანონო პატიმრობა მიუსაჯა, ისევ პროკურატურაში მუშაობს. შოკირებული ვარ, მაგას როგორ ვიფიქრებდი, რომ ეგ კაცი ისევ პროკურატურაში იქნებოდა, არ რცხვენია ამ მთავრობას? ჩემი შვილის ნაცვლად, ციხეში ხიზანაიძე და მისნაირი პროკურორები უნდა ისხდნენ.

 

 

 ზაურ გიგაური (უკანონო  პატიმარი):

   _დამაკავეს ყაჩაღობის ბრალდებით და მომისაჯეს 22 წელი, გამანადგურეს როგორც ფიზიკურად, ასევე - მორალურად, წამართვეს მთლიანად ჯამრთელობა,  როგორც იმ სატანურ ხელისუფლებას ვთხოვდი, რომ გადაესინჯა ჩემი საქმე, ასევე ამ ხელისუფლებასაც ვთხოვ, რომ გამათავისუფლოს. 

 

ჯერ კიდევ 2008 წელს  გამოვაცხადე უვადო შიმშილობა, რათა განეხილათ ჩემი საქმე ხელახლა, ვიშიმშილე 58 დღე, თუმცა, ჩემთან არავინ მოსულა და არც ვინმე დაინტერესებულა ჩემი საქმით. ბოლოს შევწყვიტე შიმშილობა ჯამრთელობის გაუარესების გამო. წინა ხელისუფლების დროს მივმართავდი პროკურატურას, სასამართლოს, უფლებადამცველებს, მაგრამ პასუხი ერთი იყო: წარმოადგინეთ ახალი გარემოება.

 

რომელ ახალ გარემოებაზე იყო ლაპარაკი, როცა მთელი საქმე გაყალბებული იყო? ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გამიჩნდა იმედი, განხორციელდა ჰუმანური აქტი _ ამინისტია, პოილიტიკურად მოხდა უკანონო პატიმრების რეაბილიტაციაც, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან მალე დაავიწყდათ, თუ როგორ მოხდა სადისტური რეჟიმის დამსხვრევა. 

 

დღესაც ახალ ხელისუფლებას, პროკურატურას, სასამართლოს, პარლამენტს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გამუდმებით ვწერ ჩემი უკანონო პატიმრობის შესახებ, მაგრამ  თუ ადრე ახალ  გარემოებაზე იყო საუბარი, ახლა  ჯერ კიდევ არ მიუღიათ ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება, როდემდე უნდა გაგრძელდეს უკანონო პატიმრების წამება? 

 

მაშინ, როცა უდანაშაულოდ მე-8 წელია სასჯელს ვიხდი? ამათ მხოლოდ პოლიტპატიმრებზე იზრუნეს, ჩვენ ეტყობა, ადამიანებადაც აღარ გვთლიან. Aახლა იმაზე ფიქრობენ, ამდენ უკანონო პატიმარს როგორ გადაუხადონ კომპენსაცია.  მოვითხოვ ამ ხელისუფლებისაგან, დაგვიდგნენ  გვერდით, თავს ნუ იკავებენ, აღადგინონ სამართალი და სამართლიანობა.  სიკვდილის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ ვაპატიებ არავის ჩემს უდანაშაულოდ დასჯას და დაავადმყოფებას. უკვე თვეზე მეტია, ეკა ბესელიას, უჩა ნანუაშვილს და სხვა უფლებადამცველ ორგნზაციებს გავუგზავნე ჩემი მოთხოვნა, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. 

 

 

***

 

 არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხარვეზების შემსწავლელი კომისიის გაუქმებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ,  პატიმრების პროტესტს  უერთდებიან და პატიმრების მშობლებთან ერთად  ქუჩის  აქციებს გეგმავენ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ` ყოფილი პატიმრები ადამიანების  უფლებებისათვის~  ხელმძღვანელი  ნანა კაკაბაძე აცხადებს:


_ მე იმისათვის ვიჯექი ციხეში, რომ უკეთესი ქვეყანა მქონოდა, რა შეიცვალა დღეს? ჩვენი პრობლემაა ის, რომ ნორმალური ხელისუფლება ვერ მოვიყვანეთ. დღეს მხოლოდ პატიმრების პრობლემა კი  არ არის, არამედ  ყველას პრობლემაა,  მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან,  სწორად განსაჯოს, არიან თუ არა პატიმრები  დანაშავეები? ციხიდან ყველა უნდა გამოსულიყო იმიტომ, რომ იმ კრიმინალსაც უნდა ჰქონოდა სამართლიანი განაჩენი, რატომ არ  გაიღო ციხის კარები? Mმერე თუ დააშავებდნენ, შეებრუნებინათ ციხეში. 

 

შევარდნაძის დროინდელი უსამართლო სასამართლოს გადაწყვეტილებებით დაპატიმრებული პატიმრები ციხიდან უნდა გამოვუშვათ. მოვითხოვთ, ხელისუფლებამ შეასრულოს თავისი დანაპირები, რადგან  1 ოქტომბერს ხალხმა ხმა მისცა  ქვეყანაში  სამართლიანობის აღდგენას და რეჟიმის გასამართლებას. სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი გამოხატულება უნდა ყოფილიყო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი  კომისიის შექმნა, რომელიც გადახედავდა უკანონო განაჩენებს.

 

სამწუხაროდ, კოაბიტაციის პოლიტიკამ და იმ გარიგებამ, რომელიც მოხდა,  ნაციონალებს და ქართულ ოცნებას შორის, შეაჩერა ეს პროცესი.  ეს არის მთავარი მიზეზი, რომ Dდღეს შეხმატკბილებული ურთიერთობაა ნაციონალებსა და ქართულ ოცნებას შორის.

 

 კომისიას, რომელმაც უნდა გადახედოს უკანონო განაჩენებს, უკვე შეაქვს დისკომფორტი მათ ჰარმონიულ თანაარსებობაში, რომელიც აქვთ ნაციონალებსა და ოცნებას. Gგამომდინარე აქედან, ამ კომისიას ხელისუფლება  იმიტომ არ ქმნის, რომ მოეგონათ საბაბი, რომლის მიზეზითაც კომისიის შექმნა გადაიდო, ეს იყო სამარცხვინო და  ღირსების შემლახავი დამოკიდებულება საზოგადოებისადმი და მათთვის სულში ჩაფურთხება. 

 

ამბობენ, რომ კომისია იმიტომ არ იქმნება, რომ დღეს ბიუჯეტს ამის თანხა არ აქვს, საინტერესოა, ვინ მოითხოვა თანხები? Aადამიანები ითხოვდნენ სამართლიანობის აღდგენას.

 

_ რა თანხაზეა საუბარი?


_ ეს არ ვიცით. კომპენსაციის საკითხის მოგვარება სხვანირად შეიძლებოდა, ან ფასიანი ქაღალდის, ან სხვა სახით, ხელისუფლებას არავინ ახრჩობდა, მაგრამ ხელისუფლებამ ადამიანებს ხელი აუკრა და უარი უთხრა კომისიის ამუშავებაზე. 

ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ  სამართლიანობის აღდგენა ქუჩიდან მოვითხოვოთ, პატიმრებთან ერთად კვირას ძველი პარლამენტის წინ  პატიმრების მშობლები, ახლობლები და არასამთავრობო ორგანიზაციები და მთლიანად საზოგადოება ვიწყებთ პერმანენტულ აქციებსა და შიმშილობას უკანონო პატიმრების მხარდასაჭერად,   მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი  კომისიის მოთხოვნით და თუ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მაშინ დავიწყებთ აქციებს ვადამდელი სპარლამენტო არჩევნებისა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია