დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხატია დე­კა­ნო­ი­ძე: „ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ...
2012/09/10 14:35:34

ახალი სას­წავ­ლო წლის მოახლოებას­თან და­კავ­ში­რებით სა­ზო­გა­დოების ინ­ტე­რე­სი გან­სა­კუთ­რებულად მა­ღა­ლია  გა­ნათ­ლების სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სების მიმართ. სწო­რედ ამ ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნებით, გა­ზე­თი „პო­სტ­სკრიპ­ტუ­მი“ გთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს  სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­­რების მი­ნის­ტრთან, ქალბატონ ხატია დე­კა­ნო­­ძეს­თან

 

- ქალბატო­ნო ხატი­ა, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნათ­ლების რე­ფორ­მა მიმ­დი­ნა­რეობს. ამ პე­რი­ოდ­ში მი­ნის­ტრის ცვლი­ლება რამ­დენჯერ­მე მოხდა. თქვენ ამჯერად ახალი მი­ნის­ტრი ბრძან­დებით და სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რო­გორ აფა­სებთ რე­ფორ­მის გან­ვლილ პე­რი­ოდს, რა ცვლი­ლებებს შე­იძ­ლება ვე­ლო­დოთ და რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლებით?

- რე­ფორ­მის გან­ვლი­ლი პე­რი­ო­დი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და დატ­ვირ­თუ­ლი იყო. მი­ვე­სალ­მები ყვე­ლა იმ ცვლი­ლებას, რაც აქამ­დე განხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა მი­მაჩ­ნი­ა, რომ წინ კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სიახლე გვე­ლის.  ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი პრე­ზი­დენ­ტის მი­ერ ინი­ცი­რებული ახალი სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა­ა, რო­მე­ლიც იმ აბიტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლებიც ვერ მოხვდნენ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებელ­ში, წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მეჯერ მის­ცემს გა­მოც­დების ჩაბარების სა­შუ­ა­ლებას. ასე­ვე ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შაობა მიმ­დი­ნა­რეობს 8+1-ის ფორ­მატ­ზე. მო­გეხსე­ნებათ, ეს არის სრუ­ლი­ად ახალი და მოქ­ნი­ლი სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა, რაც სკო­ლის და­მამ­თავ­რებელ და მი­სა­ღებ გა­მოც­დებს ერთ სივ­რცე­ში აერ­თი­ა­ნებს. დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია 8+1-ის შე­სახებ სექ­ტემბრის ბოლო­დან გახდება ცნობილი. გარ­წმუ­ნებთ, რომ ეს იქ­ნება აბიტუ­რი­ენ­ტების­თვის ბევ­რად უფ­რო მი­სა­ღები და სა­ინ­ტე­რე­სო სა­გა­მოც­დო გა­რე­მო. სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს ყვე­ლა იმ პროგ­რა­მის განხორ­ცი­ე­ლებას, რაც ჩვენ მოს­ვლი­სას დაგვხვდა და მო­მა­ვალ­ში კი­დევ ბევრ სიახლეს გეგ­მავს.

- ახლახან გა­მოცხად­და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დების შე­დე­გები. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რო­გორ შე­­ფა­სებდით მას, რა ცვლი­ლებებია წი­ნა წლებთან შე­და­რებით. 

- ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ცვლი­ლება, წი­ნა წლებთან შე­და­რებით, არის ის, რომ მიმ­დი­ნა­რე წლი­დან გა­უქ­მდა მე­ო­რა­დი ჩა­რიცხვები. თუმ­ცა უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ თი­თო­ე­ულ აბიტუ­რი­ენტს შე­საძ­ლებლობა ჰქონ­და, გა­ნაცხადის შევ­სებისას 7-ის ნაც­ვლად, 20 სა­გან­მა­ნათ­ლებლო პროგ­რა­მა მი­ე­თი­თებინა. პრი­ო­რი­ტე­ტების სწო­რად გა­და­ნა­წი­ლების შემთხვე­ვა­ში, ეს იყო იმის გა­რან­ტი, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი საკ­მა­რი­სი ყოფი­ლიყო რო­მე­ლი­მე მათ­გან­ში მო­სახვედ­რად. სამ­წუხაროდ, აბიტუ­რი­ენ­ტების ნა­წილ­მა ვერ მოახერხა ამ პრი­ო­რი­ტე­ტების სწო­რად გან­საზ­ღვრა და ზღვა­რის გა­და­ლახვის მიუხედა­ვად, ვერ მოახერხა უმაღ­ლეს­ში ჩა­რიცხვა, რა­მაც სა­ზო­გა­დოებაში ბევ­რი კითხვა გა­ა­ჩი­ნა. ვი­სარ­გებლებ შემთხვე­ვით და კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავ: მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­რიცხვას არ ნიშ­ნავს. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დებულია კონ­კრე­ტულ პროგ­რა­მა­ზე გა­მოცხადებულ კონ­კურ­სზე. შე­საბამი­სად, შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე აბიტუ­რი­ენ­ტი მის თა­ნა­ტოლ­ზე ნაკ­ლები ქუ­ლით მოხვედ­რი­ლიყო უმაღ­ლეს­ში, რად­გან მის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი პროგ­რა­მის კონ­კურ­სი ამის სა­შუ­ა­ლებას იძ­ლე­ო­და.

რაც შეეხებათ გა­რეთ დარ­ჩე­ნილ აბიტუ­რი­ენ­ტებს, მათ შე­უძ­ლი­ათ, ნო­ემბრის ბოლოს და­რე­გის­ტრირ­დნენ და თა­ვი­დან ჩააბარონ გა­მოც­დები. აქ­ვე გან­ვმარ­ტავ, რომ ამ გა­მოც­დების შე­დე­გებით ისი­ნი კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლეობას 2013 წლი­დან მი­ი­ღებენ და სწავ­ლა­საც შემ­დე­გი წლი­დან და­იწ-ყებენ. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ წელს, შარ­შან­დელ­თან შე­და­რებით, და­რე­გის­ტრი­რებული აბიტუ­რი­ენ­ტებიდან 24 501 სტუ­დენ­ტი გახდა, რაც გა­სუ­ლი წლის მაჩ­ვე­ნებელს 5,3%-ით აღე­მა­ტება. ძა­ლი­ან მიხარია, რომ ეს მო­ნა­ცე­მები გაზ­რდი­ლი­ა, რაც, თა­ვის­თა­ვად, ადას­ტუ­რებს გა­ნათ­ლების ხარისხის გა­უმჯობესებას ქვეყანა­ში. მინ­და, კი­დევ ერთხელ მი­ვუ­ლო­ცო თი­თო­ე­ულ სტუ­დენტს და წარ­მა­ტებები ვუ­სურ­ვო ყვე­ლას.

- ისევ პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­რებულ  ეროვ­ნული გა­მოც­დების პრო­ექტს და­ვუბრუნ­დები, იქ­ნებ უფ­რო კონ­კრე­ტუ­ლად აგ­ვიხსნათ ეს მო­დე­ლი.

რო­გორც უკ­ვე აღ­ვნიშ­ნე, პრო­ექ­ტზე მუ­შაობა თით­ქმის დას­რუ­ლებულია და სექ­ტემბრის ბოლო­დან ყვე­ლა დე­ტა­ლი ცნობილი გახდება. 8+1-ის გა­მოც­დები ჩა­ტარ­დება სკო­ლებში, რაც ბავ­შვების­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ნების­მი­ე­რი გა­მოც­და გარ­კვე­ულ სტრეს­თან არის და­კავ­ში­რებული. ზო­გის­თვის ეს მცი­რე ღელ­ვა­ა, ზო­გის­თვის - პი­რი­ქით. შე­საბამი­სად, ის ფაქ­ტი, რომ აბიტუ­რი­ენ­ტები გა­მოც­დას ნაც­ნობ გა­რე­მო­ში ჩააბარებენ, გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თია. შე­მიძ­ლია გითხრათ, რომ გა­მოც­და იქ­ნება კომ­პი­უ­ტე­რი­ზი­რებული.

- რო­გორ უყურებენ  ამ  სიახლეს  უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებლები?

- ამ კითხვით, ალბათ, უმჯობესი­ა, თა­ვად უმაღ­ლე­სებს მი­მარ­თოთ, სა­კუ­თარ და­მო­კი­დებულებას, ალბათ, ისი­ნი უფ­რო კარ­გად გა­მოხატა­ვენ, თუმ­ცა, არ­ცერ­თი მათ­გა­ნის­გან ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სებები არ მიგ­ვი­ღია.

- რო­გორ ფიქ­რობთ, გა­მო­რიცხავს კი ეს ახალი სის­ტე­მა რე­პე­ტი­ტო­რების სა­ჭი­როებას?

- აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის.  ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ აბიტუ­რი­ენ­ტები სკო­ლებში იღებდნენ საკ­მა­რის ცოდ­ნას უმაღ­ლეს­ში ჩა­საბარებლად. ამი­სათ­ვის პე­და­გო­გების ინ­ტენ­სი­უ­რი გა­დამ­ზა­დება ხორ­ცი­ელ­დება. გარ­და ამი­სა, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნებელია კი­დევ ერ­თი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი: ბევრ მოს­წავ­ლეს არ აქვს რე­პე­ტი­ტო­რის აყვა­ნის სა­შუ­ა­ლება. ამის გა­მო არ­ცერ­თი მათ­გა­ნი გა­რეთ არ უნ­და დარ­ჩეს. სკო­ლა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმი­სათ­ვის, რომ სრულ­ფა­სოვ­ნად მო­ამ­ზა­დოს ბავ­შვი მი­სა­ღები გა­მოც­დების­თვის. ამა­ში მათ აბიტუ­რის სა­ა­თებიც შე­უწყობს ხელს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვების­თვის უფა­სო იქ­ნება.

- ახლოვ­დება ახალი სას­წავ­ლო წე­ლი და, შე­საბამი­სად, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­­ლუ­რი თე­მაა სახელ­მძღვა­ნე­ლოების სა­კითხი: რა ფა­სები ექ­ნება, სად იქ­ნება შე­საძ­ლებელი მი­სი ყიდ­ვა და ა.შ.  გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ წელს სას­კო­ლო სახელ­მძღვა­ნე­ლოების გაყიდ­ვა მა­ღა­ზიებში აიკ­რძა­ლება და სკო­ლებში გა­და­­ნაც­ვლებს, თუმ­ცა, ჯერჯერობით, ბუნ­დო­ვა­ნია ისიც, ყვე­ლა სკო­ლა­ში მო­ეწყობა წიგ­ნის ბაზ­რობა, თუ თი­თო­­­ლი ქა­ლა­ქი­სა და რა­­­ნის მხოლოდ რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში მოხდება ეს პრო­ცე­სი. რამ­დე­ნად რე­­ლუ­რია ეს ინ­ფორ­მა­ცია და იქ­ნებ უფ­რო კონ­კრე­ტუ­ლად აგ­ვიხსნათ, სად უნ­და შე­­ძი­ნონ მოს­წავ­ლეებმა თუ მშობლებმა სას­კო­ლო წიგ­ნები?

- მოს­წავ­ლეების მშობლებს წიგ­ნების შე­ძე­ნა სკო­ლებში, „24 სა­ა­თის“ სტენ­დებთან შე­ეძ­ლებათ. არ­ცერ­თი წიგ­ნის ფა­სი არ იქ­ნება 10 ლარ­ზე მე­ტი. ჩვენ უკ­ვე გან­საზ­ღვრუ­ლი გვაქვს 400 სკო­ლა, სა­დაც გაიყიდება სახელ­მძღვა­ნე­ლოები. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ისეა შერ­ჩე­უ­ლი, რომ სხვა­დასხვა უბნის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს.

ამა­ვე დროს, სახელ­მძღვა­ნე­ლოების შე­ძე­ნა სკო­ლების გა­რე­თაც იქ­ნება შე­საძ­ლებელი.

- ერთ ინ­ტერ­ვი­­ში, ბუნებრი­ვი­ა, რთუ­ლი­ა, გა­ნათ­ლების თემასთან და­კავ­ში­რებულ ყვე­ლა სა­კითხს შეეხო. ამი­ტომ გთხოვთ, მოკ­ლედ გვი­ამბოთ იმ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებზე, რის განხორ­ცი­­ლებასაც თქვე­ნი მი­ნის­ტრობის პე­რი­ოდ­ში აპი­რებთ.

- მოკ­ლედ ნამ­დვი­ლად რთუ­ლია, გი­ამბოთ ყვე­ლა­ფე­რი, რის განხორ­ცი­ე­ლებასაც ვა­პი­რებ. ჩვე­ნი გეგ­მების ნა­წილ­ზე უკ­ვე გე­საუბრეთ, ეს არის ის, რა­საც უახლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავთ. რო­გორც უკ­ვე აღ­ვნიშ­ნე, ვაგ­რძე­ლებთ იმა­ვე კურსს და სხვა სიახლეებსაც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. შე­მიძ­ლი­ა, პი­რობა მოგ­ცეთ, რომ ყვე­ლა რე­ფორ­მა სა­ზო­გა­დოების ინ­ტე­რე­სებზე  იქ­ნება  მორ­გებული.

- გმად­ლობთ. წარ­მა­ტებებს გი­სურ­ვებთ!

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1364
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია