დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერმინისტრი: "გაჩნდება 200 ახალი სამუშაო ადგილი ქუთაისსა და თბილისში"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/02/17 13:44:30

 ავიაკომპანია “ვიზეარის” გადაწყვეტილებას, ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატებისა და რეგიონში პირველი ბაზის გახსნის საკითხს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი,გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.

 

„კარგი ამბავი არის ის, რომ „ვიზიარმა“ გახსნა ბაზა ქუთაისში და ჩვენ გვექნება 7 ახალი რეისი ევროპის მიმართულებით. უფრო მეტი პირდაპირი რეისი განხორციელდება ევროპისკენ. ეს კარგია იმიტომ, რომ ორი თვითმფრინავი იქნება მუდმივად მიმაგრებული ქუთაისზე. გაჩნდება 200 ახალი სამუშაო ადგილი ქუთაისსა და თბილისში და განმტკიცდება კავშირები ევროპასთან. ეს, ყოვლისმომცველ ინფრასტრუქტურულ გეგმასთან ერთად, რომელსაც მალე წარვადგენთ, მოგვცემს შესანიშნავ შესაძლებლობას, გვქონდეს ევროპასთან სატრანსპორტო კავშირი ქუთაისიდან. ეს კარგია ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის და ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებისთვის,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია