დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახაბერ მახათაძე ზედა საქარის, ცხრაწყაროსა და კვალითის დასახლების ამომრჩეველს შეხვდა (R)
2017/10/08 12:37:40

პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე სოფელ ზედა საქარის, ცხრაწყაროსა და კვალითის დასახლების მოსახლებას შეხვდა.

აღნიშნულ სოფლებში კახაბერ მახათაძე ადგილობრივებს უკვე განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო.

სოფლის მეურნეობის განვითარება და სოფლად ადამიანების დასაქმება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ზესტაფონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი  პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება, რომლებიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების შემოსავლებს გაზრდიან. სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დამატებით რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს შექმნის“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

სოფელ ცხრაწყაროში კახაბერ მახათაძემ ის თეატრალური მოედანი დაათვალიერა, სადაც უახლოეს დღეებში, ვარინკობის დღესასწაული გაიმართება. შეხვედრის დასასრულს, იგი სოფელ ცხრაწყაროს საბავშვო ბაღს ესტუმრა.

„ჩემი მიზანია, ახალგაზრდების მიგრაციის აღმოფხვრა ზესტაფონში. მომავალ თაობას უნდა მივცეთ საშუალება, საკუთარ ქალაქს ის ცოდნა და განათლება მოახმარონ, რაც მუნიცაპალიტეტს გარეთ მიიღეს. მათ უნდა შევუქმნათ სათანადო პირობები და ჯანსაღი გარემო იმისთვის, რომ ახალგაზდებს გაუჩნდებათ სურვილი, საკუთარ ქალაქს დაუბრუნდნენ“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ და კვალითის დასახლებაში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3838
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია