დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გრიგოლ რობაქიძისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია
2011/11/07 13:48:59

გასულ კვირას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, ლიტერატურის მოყვარულები საინტერესო წიგნის პრეზენტაციაზე მიიწვია ასოციაციამ „ქალები რეგიონის განვითარებისათვის“. გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნი, რომლის ავტორია ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნუგეშა გაგნიძე, ხოლო თანაავტორი - გერმანელი მკვლევარი, დოქტორი მარგრეტ შუხარდი, ეძღვნება გამოჩენილ ქართველ მწერალს, პუბლიცისტს, საზოგადო მოღვაწეს, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთ ფუძემდებელს გრიგოლ რობაქიძეს. 

ღონისძიების ორგანიზატორებმა წიგნის წარდგენა სიმბოლურად დაამთხვიეს მწერლის დაბადების დღეს.

საღამოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტობასთან ერთად ქუთაისის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ მაღალი შეფასება მისცეს პროფესორ ნუგეშა გაგნიძის ნაშრომს, ერთხმად აღნიშნეს ამ წიგნის განსაკუთრებული მნიშვნელობა გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების კვლევის საქმეში. ასევე ხაზი გაუსვეს ორენოვანი მწერლის თვითმყოფადობას და ორიგინალობას.

„ეს არის ავტორი, რომელთან დაკავშირებითაც ყოველ ათწლეულში იცვლება მოსაზრება არა მარტო საქართველოში, ასევე გერმანიაშიც, სადაც რობაქიძე თავის ნაწარმოებებს აქვეყნებდა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისამდე და დამთავრებამდე. ამის შემდეგ გერმანიაში მისი ნაწარმოებები აღარ გამოქვეყნებულა. ჩემი მიზანი იყო,  გრიგოლ რობაქიძისათვის მიმეჩინა ადგილი ქართულ და გერმანულ ლიტერატურულ სივრცეში, მეჩვენებინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის ლიტერატურისათვის. ავტორები ვართ დოქტორი მარგრეტ შუხარდი და მე,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ქალბატონმა ნუგეშა გაგნიძემ.

მკითხველს წინ საინტერესო სამეცნიერო ჩანაფიქრი ელოდება, ქალბატონი ნუგეშას თქმით:           „გარკვეული დროს შემდეგ, სამომავლოდ, ვფიქრობ წიგნის ქართულ ენაზე გამოცემას.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1635
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია