დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებელთა პროფესიული განვითრების სამსახურში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/04/07 16:03:13

ცხადდება კონკურსი რეგიონში გამორჩეული მასწავლებლების გამოსავლენად

 

USAID - ის საბაზისო განათლების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სამმხრივი მიმართულების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი (RTI), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან ერთად, უზრუნველყოფს მასწავლებელთა გადამზადებას რეგიონში - დაწყებით საფეხურზე  კითხვასა და მათემატიკაში.


ამ პროცესში განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს დაწყებითი კლასების გამორჩეული მასწავლებლების აღიარება კითხვასა და მათემატიკაში, რაც  ერთ - ერთი გზაა საზოგადოების ინფორმირებისთვის დაწყებით კლასებში მუშაობის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ.


პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობით ცხადდება კონკურსი რეგიონში გამორჩეული მასწავლებლების გამოსავლენად.


კონკურსის მიზანია მასწავლებლების წახალისება, რაც ხელს შეუწყობს მათ მიერ სწავლების ეფექტური პრაქტიკის დანერგვას, პროფესიული საქმიანობის სტიმულირებას და მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.


მასწავლებელთა კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დაწყებითი (I-VI) კლასების მშობლიური ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის გამორჩეული  მასწავლებელი სხვადასხვა კატეგორიაში.


USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელის, ნენსი პარკსის  განცხადებით: „ყველას ახსოვს თავისი მასწავლებელი, მათ შორის, -  ისიც, დაწყებით კლასებში რომ ასწავლიდა. ჩვენ არ გვავიწყდება ის როლი, რომელსაც მასწავლებლები ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში. მასწავლებლები, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები არიან. ისინი მიზნებს გვისახავენ, მოტივაციას აღგვიძრავენ და შთაგვაგონებენ, რომ მეტი ვისწავლოთ, მეტ წარმატებას მივაღწიოთ. ეს ყოველივე კი იმისთვის, რომ მოსწავლეები ჩვენი საზოგადოების წარმატებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. დღევანდელი ბავშვები მომავლის ლიდერები არიან, მასწავლებლები კი - მოსწავლეების მომავლისთვის მზადების მთავარი აქტორები. წარმატების მისაღწევად ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ძლიერი საფუძველი კითხვასა და მათემატიკაში, რომელსაც ისინი დაწყებით კლასებში ქმნიან, ამიტომ დაწყებითი კლასების მასწავლებლებს განსაკუთრებით დიდი წვლილი შეაქვთ ბავშვების მომავალ აკადემიურ წარმატებაში“.


USAID საბაზისო განათლების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სამმხრივი მიმართულების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი (RTI) მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას დაწყებითი განათლების, კერძოდ, კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ. დაწყებითი კლასების გამორჩეულ მასწავლებელთა აღიარება ერთ-ერთი გზაა საზოგადოების ინფორმირებისთვის.


პროგრამა აცხადებს კონკურსს თითოეულ რეგიონში გამორჩეული მასწავლებლების გამოსავლენად.

კითხვისა და მათემატიკის მასწავლებლების შერჩევის ინდიკატორებია:

ინდიკატორი 1: მზაობის გამოხატვა ახალი სასწავლო მეთოდების ასათვისებლად.

ინდიკატორი 2: შემოქმედებითობისა და ინოვაციების გამოყენება კითხვის ან მათემატიკის სწავლებაში.

ინდიკატორი 3: კოლეგებთან თანამშრომლობა.


 

ინდიკატორები დამწყები მასწავლებლების აღიარებისთვის:

ინდიკატორი 1: სწავლების ორწლიან ან უფრო ნაკლები გამოცდილება.

ინდიკატორი 2: მზაობის გამოხატვა ახალი სასწავლო მეთოდების ასათვისებლად.

ინდიკატორი 3: შემოქმედებითობისა და ინოვაციების გამოყენება კითხვის ან მათემატიკის სწავლებაში.

ინდიკატორი 4: კოლეგებთან თანამშრომლობა.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის მასწავლებელმა უნდა წარსადგენოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

სამუშაოზე აყვანის დამადასტურებელი საბუთი თარიღის მითითებით

(მასწავლებლის ახალი კატეგორია)

ტრენინგზე დასწრების ან/და ონლაინ ქსელურ ჯგუფებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

მოსწავლეთა სასწავლო ჯგუფებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.


ქვემოთ ჩამოთვლილი პირებიდან ერთ-ერთის სარეკომენდაციო წერილი: დირექტორი, მშობელი, სკოლის სამეურვეო საბჭო ან/და წამყვანი მასწავლებელი.

წერილში ასევე მოყვანილი უნდა იყოს მტკიცებულება, აქტივობებში კოლეგების ჩართულობის შესახებ.

ფოტო, რომელზეც ნაჩვენებია როგორ უზიარებს მასწავლებელი კოლეგებს, მშობლებს, კლასს კოლეგებთან ან მშობლებთან კონსულტაციის შედეგად მომზადებულ საგანმანათლებლო არტეფაქტს.


ამჯერად, USAID - ის საბაზისო განათლების პროგრამა ეძებს განსაკუთრებულ, ყველაზე გამორჩეულ მასწავლებლებს თითოეულ და, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის  რეგიონში. ჟიური 18 მაისს  გამარჯვებულს გამოაცხადებს, ივნისში კი თბილისში გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.


დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს და კიდევ უფრო დეტალურად გაეცნოთ კონკურსის პირობებს და გახდეთ გამარჯვებული.

https://www.facebook.com/117024110120934/videos/432095741191830

 

იზა იანვარაშვილი

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია