დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"თავისუფლება ლომთა ხვედრია"
ჭიათურელებმა 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/04/09 22:30:54

 ჭიათურის საზოგადოებამ,  მაჟორიტარმა დეპუტატმა, მალხაზ წერეთელმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან მახათაძემ,  9 აპრილის სკვერში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგეს


,,9 აპრილის სკვერში ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მთელი შემადგენლობა მივედით, ჩვენთან ერთად იყო მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგეობის წევრები. რაც ყველაზე ძალიან გამიხარდა, იყო ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და მათი უმეტესობა იყო ახალგაზრდა და ბავშვი. სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაუხადეს გმირებს და ჭიათურის კულტურის ცენტრის შემოქმედებითმა ჯგუფმა შეასრულა მხატვრული ნომრები.

 

სასიამოვნო ფაქტია, რომ ამ ხალხმრავლობაში არ გამოირჩეოდა პარტიული ნიშნით ადამიანები. ალბათ, 9 აპრილის უდიდესი მნიშვნელობა ყველა ადამიანს გათავისებული აქვს და ამ დღეს ჩვენთვის ეროვნული სიამაყის გრძნობა ყველაზე მეტად მოაქვს. ჩვენს გვერდით იდგა 9 აპრილის აქციის მონაწილე, ჭიათურელი გოჩა შუბითიძე, ამჟამინდელი მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი, რომელიც უმძიმესი მოწამვლით ჩამოიყვანეს თბილისიდან 25 წლის წინ და რეანიმაციაში რამდენიმე დღე დაყო.

 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: მიხარია, რომ ახალგაზრდებმა კარგად იციან 9 აპრილის ფასი!“_აღნიშნა ჩვენთან საუბარში მალხაზ წერეთელმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2839
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია