ფეხი მოტეხოდა თქვენ ბებერ ქაიხოსროს და წუხელის, შეღამებულზე, არ გეეარა ნეტაი! სა და - ლუქსემბურგის სახელობის ქუჩა ყოფილა შემორჩენილი საცხა, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში, ქე რო საქუსლიას ეძახიან, იქანა. მიგვასწავლეს მოკლე გზა მე და ჩემ კნეინას, ნაზის. ხოდა, იმან მეორადებში ნაყიდი ქუსლებიანი პოლსაპოჟკები ჩეიცვა, მე - ჩემი ბიჭის გამოგზავნილი იტალიური კაი ბაშმაკები და, რავარც მიგვასწავლეს, იქანე გოდოუხვიეთ, გადავჭერით რკინიგზა, ქე რო ბეტონის ქარხნის ჩასახოვია, იქანა. ნამეტანი გვეჩქარებოდა ნათლულის დღეობაზე, მარა თქვენი დამაწყევარი მივიდა იმფერათ და ისე დროულად, რავარც ჩვენ მივედით. თურმე, ე ლუქსებურგის ქუჩა პარლამენტის მშენებლობას ემიჯნავება დასავლეთიდან. წყალი რო გოუყვანიათ, მერე ორმოები ამოუვსიათ, მარა იმისთანა დატბორილი და ატალახებული გზა დოუტოვებიათ, წვიმაში ფეხით იქანე ვერ გეივლი. ბევრი ვიხტუნეთ მე და ნაზიკიამ ქვიდან ქვაზე ქვასლობიას მოთამაშე ბოვშებივით, მარა, საბოლოოდ, ისე მოხდა, რო ჩემი ოჯახობის ქუსლი იქანე დავტოვეთ და ჩემი ბაშმაკები და შარვლის ტოტები იმფერი გახთა, სარეცხი მანქანის ორსაათნახევრიანი რეჟიმი რას უშველის!
რავა, ბაბულიებო, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლება ქუთაისის იურისდიქციაში არ არის მოქცეული?