დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უსინათლო პენსიონერი სახურავის გადახურვას ითხოვს
2011/02/22 12:03:55

ქუთაისის მერიამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო დაზიანებული სახლების მცხოვრებლებისთვის სახურავების მასალების გადაცემა. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქალაქში ისევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემას მარტო მასალის გადაცემით ვერ აგვარებენ. მუშა-ხელის დაქირავებისთვის კი ბიუჯეტიდან თანხა არ არის გამოყოფილი. 

უსინათლო, მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პენსიონერი   ალბერტ ლორთქიფანიძე ძლიერი ქარისგან დაზიანებულ სახლში ცხოვრობს 2002 წლიდან. საერთო საცხოვრებელი, რომელშიც ოთხი ოჯახი ბინადრობს, როდზევიჩის ქუჩის №2-ში მდებარეობს.  ბატონმა ალბერტმა ჩვენთან საუბარში განაცხადა:

„სახურავის დაზიანების დღიდან მე ვითხოვ დახმარებას - გაუკეთონ რეაბილიტაცია სახურავს.

2008 წელს მოგვცეს შიფერი, 2010  წლის დეკემბერში 10 ცალი ფიცარი და ერთი გრძელი კოჭი. მე პენსიონერი ვარ, სოციალურად დაუცველი, ვერ ჩავატარებ სახურავის რეაბილიტაციას. რომ დავიქირაო მუშები, საშუალება არ მაქვს. როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, მთავარი ცენტრალური „ბალკის“ გამოცვლაა საჭიროო. შევუთვალე  მერიას, თუ არ აპირებთ სახურავის გაკეთებას, მიიბრუნეთ, ეს ბოძი-მეთქი, განცხადება ახლა შევიტანე თევდორაძის სახელზე, მაგრამ მაგი რას შვრება? აიღებს და გადასცემს საბინაო სამსახურს,   და         „ვსიო“.   როგორც  კახა  ქორიძემ  დამიწერა, თქვენი განცხადება აყვანილია კონტროლზე, საჭირო თანხის მოპოვების შემდეგ დაგაკმაყოფილებთო,  ხომ კაი პასუხია? მე რა ვქნა, თუ ვერ მოიპოვეს თანხა? ტელევიზორში მოვისმინე, რომ თანხა არის გამოყოფილიო. რატომ არ აკეთებენ? მატყუილებენ მე, უსინათლო, მარტოხელა ადამიანს! განცხადება რომ შევიტანე, მითხრეს, ათი დღის შემდეგ იქნება პასუხიო, მაგრამ მე მაგენის პასუხი უკვე ვიცი... ნუთუ ქალაქის ამხელა ბიუჯეტში არ მოიძებნება თანხა, რომ დამეხმარონ? “

უსინათლო მოხუცმა დახმარებისთვის ოპოზიციასაც მიმართა.

მიხეილ ხეცურიანი, ხალხის პარტიის“ იმერეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი: „ამ მოქალაქემ მოგვმართა თხოვნით, რომ ის არის სოციალურად დაუცველი პირი, სტიქიამ დააზიანა მისი სახლი, სთხოვს ქალაქის თვითმმართველობას, გადახურონ, მან აღნიშნა, რომ გადასახური მასალა მისცა მერიამ, მაგრამ არა აქვს საშუალება, რომ თავისი ძალით შეაკეთოს სახურავი. ამ თხოვნის შესრულებაზე მერიამ უარი განუცხადა, ჩვენ შევიტანეთ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება და ველოდებით პასუხს“.
სიტუაციის გასარკვევად ქალაქის მერიას, კონკრეტული საბინაო სამსახურის ხელმძღვანელს, ნარგიზა ჩოგოვაძეს დავუკავშირდით.  

 

როგოც მან აღნიშნა, ალბერტ ლორთქიფანიძეს ყოველ წელიწადს ეხმარებიან ერთჯერადად თანხის გადახდით. „სოციალურად დაუცველის დახმარებას იღებს, გადასახური მასალა მივეცით, მაგრამ გვითხრა, თქვენვე უნდა გადამიხუროთო...

გამოვა ამინდები და გადავუხურავთ, ახლა ამინდები არ არის, სახურავია მთლიანად გადასახდელი, ხის მასალაც -  გამოსაცვლელი. გადახურვა და მუშა-ხელის დაქირავება არსად არ არის გაწერილი,  რაღაც სარეზერვოდ დამატებითი თანხები უნდა მოვიძიოთ,“ - გვითხრა ქალბატონმა ნარგიზამ.

დაველოდოთ სიტყვის შესრულებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია