დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"აწარმოე საქართველოს" საგრანტო პროექტის მონაწილეები პასუხებს 15 ნოემბრამდე მიიღებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/10/27 15:37:14

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, ბიზნესიდეების მიღება დასრულებულია.
წელს, პროგრამაში მონაწილეობის მსურველების უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ გამოგზავნა განაცხადები. ჯამში, 26,307-მა აპლიკანტმა დაარეგისტრირა ბიზნესიდეა მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

რეგიონების მიხედვით განცხადებების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

თბილისი -5793;

აჭარა,გურია,სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5993;

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 5143;

სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი - 2858;

კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი - 6520

 

პროგრამაში მონაწილეები კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შესახებ პასუხებს 15 ნოემბრამდე მიიღებენ, ელ. ფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.  


„წელს, ბიზნესიდეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო ყველა მეწარმეს“ - აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.


აღსანიშნავია, რომ მიღებულ განაცხადების განხილვა გამჭვირვალე პროცესს გულისხმობს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილების, დამოუკიდებელი ექსპერტები განახორციელებენ.


ამასთანავე, მიუკერძოებელი შეფასების პროცესის უზრუნველსაყოფად, ყველა შემოსულ აპლიკაციას ავტომატურად ენიჭება კოდი. შემფასებლები კი ბიზნესიდეის ავტორის ვინაობის ნაცვლად, სწორედ აღნიშნული კოდით ახარისხებენ მიღებულ აპლიკაციებს.


სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხუთი წელია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. 2015-2018 წლის მონაცემებით, საგრანტო კომპონტენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 6,212  პროექტი. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი 61 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 712
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია