საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ორმაისობისთვის ერთი მომღერლის ჩამოყვანა ქუთაისის ბიუჯეტს 13 000 ლარი დაუჯდება
2015/04/03 15:32:22

ქუთაისში, დემოკრატიული ჩარტულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგაბიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელმა გია გოქაძემ ბრიფინგი გამართა.

გია გოქაძემ ისაუბრა მერიაში „ქამრების შემოჭერის“ თემაზე.

„მოსახლეობამ ქალაქის მერი იმისთვის აირჩია, რომ ქალაქი განევითარებინა, ანდო ბიუჯეტი, იგივე მოსახლეობის „საფულე“. ქალაქში კი ყველაფერი გაჩერებულია, ქირავდება და იყიდება. მაშინ, როცა მერიაში „ქამრების შემოჭერაზე“ საუბრობენ, კულტურული ღონისძიებისთვის მერიამ ბიუჯეტიდან დიდი თანხა გამოყო: ორმაისობის დღესასწაულის აღნიშვნა ბიუჯეტს ასი ათასი ლარი დაუჯდება, აქედან ერთ-ერთი  მომღერლის ჩამოსაყვანად 13 000 ლარია განსაზღვრუნლი, ძაღლების გამოფენისათვის  კი – 15000 ლარი. მისაღებია ეს ღონისძიებები, მაგრამ არა ბიუჯეტის ხარჯზე“, – აცხადებს გია გოქაძე.

გია გოქაძემ ისაუბრა ქალაქში დღემდე მოუწესრიგებელ ტუალეტებზეც. „წითელ ხიდთან განთავსებული საზოგადოებრივი ტუალეტის დადგმა, რომელიც მერიას 40 000 ლარი დაუჯდა, დაკეტილია და ტურისტები ეძეენ, სად უნდა წავიდნენ.“ – აცხადებს „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელი‘‘.

 

 

მარიამ ლეშკაშელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1840
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია